Tag Archives: #რუსეთი

მაკრონი: ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 92%-ით შეამცირებს. ამის შესახებ Ouest-France წერს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი იმუშავებს უკრაინული მარცვლეულის მიწოდების განბლოკვაზე. მან ასევე დაადასტურა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი რუს ოლიგარქებზეც გავრცელდება, რუსული ”სბერბანკი” კი SWIFT-დან გაითიშება. ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის ...

Read More »

კრემლი: რუსეთი ცდილობს, შეამციროს ნავთობზე ემბარგოთი გამოწვეული ზიანი

რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ცდილობს, შეამციროს ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვით გამოწვეული ზიანი. ევროკავშირმა ორშაბათს გამართულ სამიტზე რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვათა შორის, ითვალისწინებს რუსეთის ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტის აკრძალვას. გამონაკლისი გაკეთდა ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. „სანქციებს უარყოფითი შედეგი ექნება ევროპისთვის, ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრისთვის“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ...

Read More »

ნარმანია: რუსეთზე გარკვეული სანქციის შედეგად თუ დენს ვერ შემოვიტანთ, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება

რუსეთზე გარკვეული სანქციის შედეგად თუ დენს ვერ შემოვიტანთ, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა. „საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ არის ძალიან მაღალი. გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რუსეთიდან კი ენერგომატარებლები მხოლოდ სისტემის სტაბილურობისთვის შემოგვაქვს. „რუსეთი არც ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაც. თუ იქნება გარკვეული ტიპის სანქციები და რუსეთიდან დენი აღარ შემოვა, ქვეყანას დეფიციტი ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

რას ნიშნავს რუსეთის გარიცხვა OPEC+-ის ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან

Wall Street Journal-ის ცნობით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) ზოგიერთი წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს. ნაბიჯი სერიოზულ გავლენას მოახდენს ნავთობის გლობალურ მიწოდებაზე. რუსეთი საუდის არაბეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ნავთობის მიმწოდებელთა სამეულში შედის, მაგრამ უჭირს წარმოებისა და ექსპორტის შენარჩუნება უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების გამკაცრების პირობებში. რუსეთის ყოველთვიური მიწოდების კვოტების სისტემიდან გამორიცხვამ შეიძლება მისცეს OPEC+-ის სხვა წევრებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს ...

Read More »

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში

2022 წლის 2 ივნისს, WEG-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. პუბლიკაცია მიმოიხილავს შემდეგი საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე. კვლევის მიხედვით  მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით ...

Read More »

„ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ნავთობმოპოვება 30%-ით უნდა შემცირდეს და ფასი გაიზარდოს

რუსეთში ნავთობის მოპოვება 20-30%-ით, დღეში 10 მილიონიდან 7-8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ „ლუკოილის“ თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ფედუნი თავის სტატიაში წერს, რომელიც RBC-მ გამოაქვეყნა. მისი თქმით, 7 ბარელი ნავთობის 80 დოლარად გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 ბარელის 50 დოლარად გაყიდვაა. ფედუნის შეფასებით, რუსეთისთვის აზრი არ აქვს იმაზე მეტი ნავთობის წარმოებას და ექსპორტს, ვიდრე ეს „აუცილებელია დინამიური ეკონომიკური ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ, მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და ფასი დაწიონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილის შემცირების შესახებ მოსკოვს აიძულებს, ნავთობი სხვებს უფრო დაბალ ფასად შესთავაზოს. „ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ. მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და რა თქმა უნდა, ფასის დაწევა მოუწევთ“, – აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ამ გზით მოსკოვს ომის საწარმოებლად ნაკლები შემოსავალი ექნება. შეგახსენებთ, ვენაში ...

Read More »

აზიამ რუსული ნავთობის შესყიდვით პირველად გაუსწრო ევროპას

რუსეთიდან ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და აზია პირველად გახდა რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, განუცხადა „ბლუმბერგს“ სინგაპურში Kpler-ის ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ სიმ. უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა და დასავლეთის მიერ ემბარგოს განხილვის შემდეგ, რუსული ნავთობის ტრანზიტი ზღვით მხოლოდ გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ აზიის ორი უმსხვილესი იმპორტიორისთვის – ინდოეთი და ჩინეთი, აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, ინდოეთი ...

Read More »

უკრაინაში რუსული “ტატნეფტის” ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღეს

უკრაინაში სასამართლომ რუსული ნავთობკომპანია “ტატნეფტის” მიერ დაფუძნებული კომპანიების მოძრავი და უძრავი ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღა. ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ტატნეფტი” აწვდის ნავთობპროდუქტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების საჭიროებებისთვის. “ამჟამად დაკავებულია უძრავი ქონების 115 ობიექტი: ნავთობის საწყობები, ბენზინგასამართი სადგურები, არასაცხოვრებელი შენობები, მიწის ნაკვეთები, საწვავის 118 მანქანა და მსუბუქი ავტომობილი”, ...

Read More »

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ძნელად შესამჩნევია ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტში მუდმივი შემოსავლების გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მორავეცკის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ეფექტი შესამჩნევია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებში – ისინი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გარდა ამისა, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას და მთლიანად არის ...

Read More »