Tag Archives: #რუსეთი

ლიეტუვა რუსეთს კალინინგრადის ოლქისკენ ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო მარშრუტსაც ჩაუკეტავს

ლიეტუვის საბაჟო სამსახური იტყობინება, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ეტაპობრივი განვითარების ჩარჩოებში, ფართოვდება ლიეტუვის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან კალინინგრადის ოლქისკენ რუსეთში წარმოებული პროდუქტის ტრანსპორტირების შეზღუდვა. 10 ივლისიდან შეზღუდვა ეხება ცემენტს, ხის მასალას, სპირტს და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს. ლიეტუვამ ადრე ჩაკეტა რუსეთში წარმოებული ფოლადის და შავი ლითონების სატრანსპორტო მარშრუტი, რაც 18 ივნისს ძალაში შესული სანქციების შესაბამისად მოხდა. სააგენტო BNS-ის თანახმად, 10 ...

Read More »

უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში. „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეუფერხებლად მუშაობისთვის, კანადა გერმანიას გარემონტებულ ტურბინას დაუბრუნებს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შეუფერხებლად მუშაობისთვის, კანადა გერმანიას გარემონტებულ ტურბინას დაუბრუნებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ჯონათან უილკინსონმა განაცხადა. უილკინსონის თქმით, ტურბინის გერმანიისთვის დაბრუნება ხელს შეუწყობს ევროპის უნარს, მიიღოს სანდო და ხელმისაწვდომი ენერგია, იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ევროკავშირი აგრძელებს რუსეთის ნავთობზე და გაზზე უარის თქმას. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი შეაჩერებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მუშაობას, რაც გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენებს, თავად გერმანელებს ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით” ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება. კომპანიის ცნობით, სამუშაოები 10 დღით გაგრძელდება და მიწოდება 21 ივლისს აღდგება, თუმცა დასავლეთში არსებობს ეჭვები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა გააჭიანუროს. თუმცა, მანამდე, ყოველწლიურ ...

Read More »

უკრაინა კანადას მოუწოდებს, არ აჰყვეს კრემლის შანტაჟს და გააუქმოს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება

უკრაინის ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და გამოთქვეს ღრმა შეშფოთება კანადის გადაწყვეტილებაზე, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ივნისის დასაწყისში, „გაზპრომმა“ შეამცირა გერმანიისთვის გაზის მიწოდება. კომპანიაში განაცხადეს, რომ სანქციების გამო, გერმანულმა კომპანია „სიმენსმა“ უარი განაცხადა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აუცილებელი ტურბინების შესაკეთებლად შესაბამისი ნაწილების გადაცემაზე, ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას გაზრდის, თუ კანადა მას ტურბინას გადასცემს – კრემლი

კრემლის ცნობით, რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას გაზრდის იმ შემთხვევაში, თუ კანადა მას Nord Stream 1 მილსადენის ტურბინას გადასცემს. ასევე, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრალდებები, რომ მოსკოვი ნავთობსა და გაზს ევროპის დასაშანტაჟებლად იყენებს, უარყო. თუმცა, Reuters-ი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი კანადას მოუწოდებს, არ გადასცეს რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომს ტურბინა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადისთვის, რადგან ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება. ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი ...

Read More »

უკრაინელებმა რუსებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის მოპოვების საშუალება არ მისცეს – გენშტაბი

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები შეტევითი მოქმედებებით ცდილობდნენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, თუმცა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამის საშუალება არ მისცეს. გენშტაბის ცნობით, ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, საკონტაქტო ხაზის გასწვრივ გრძელდება პოზიციების ურთიერთდაბომბვა. “მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მალის შჩერბაკის მიდამოში“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

Read More »

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელება მთელ მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს. კრემლის ლიდერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად აფასებს. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, დასავლეთის მოწოდებებმა, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობისა და გაზის „ცხელება“ გამოიწვია.

Read More »

უკრაინის უშიშროების სამსახურმა „როსნეფტის”, „გაზპრომისა” და „როსატომის” აქტივები დააპატიმრა

უკრაინის სასამართლომ „როსნეფტის“, „გაზპრომისა“ და „როსტომის“ კუთვნილი, უკრაინული კომპანიების აქტივები დააპატიმრა. აქტივების მთლიანმა ღირებულებამ ორ მილიარდ გრივნაზე მეტი (70 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) იტყობინება. SBU-ს ინიციატივით დაპატიმრება დაეკისრა 11 საწარმოს კორპორაციულ უფლებებსა და უძრავ ქონებას, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები ეს სამი რუსული სახელმწიფო კორპორაცია აღმოჩნდა. „ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა, რომ ამ საწარმოების მოგების ნაწილი ...

Read More »

რუსული ნავთობის მიწოდება აზიაში 15%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საშუალო ყოველკვირეული გადაზიდვის მოცულობა ჩინეთსა და ინდოეთში მაისის ბოლოს 15%-ზე მეტით შემცირდა. Bloomberg-ი იუწყება, რომ ტრანსპორტირების დღიური მოცულობა აპრილის დონეს დაუბრუნდა – 3,67 მილიონი ბარელი. ნედლეულის ექსპორტის მოცულობის შემცირება ხდება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შავი ზღვის მარშრუტები უფრო აქტიურად გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის. აღნიშნული მარშრუტი ამცირებს მანძილს ინდოეთის პორტებამდე. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ვითარება ვითარდება G7-ში რუსული ნავთობის ექსპორტზე ...

Read More »