Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

აზიამ რუსული ნავთობის შესყიდვით პირველად გაუსწრო ევროპას

რუსეთიდან ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და აზია პირველად გახდა რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, განუცხადა „ბლუმბერგს“ სინგაპურში Kpler-ის ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ სიმ. უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა და დასავლეთის მიერ ემბარგოს განხილვის შემდეგ, რუსული ნავთობის ტრანზიტი ზღვით მხოლოდ გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ აზიის ორი უმსხვილესი იმპორტიორისთვის – ინდოეთი და ჩინეთი, აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, ინდოეთი ...

Read More »

მიხაილ ულიანოვი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე – რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის

ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის ნავთობის იმპორტზე დაწესებულ ემბარგოს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი სხვა იმპორტიორებს იპოვის. ულიანოვმა „ტვიტერზე“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოსტი გააზიარა და დაწერა: „როგორც მან სწორად აღნიშნა, რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის“. „აღსანიშნავია, რომ ახლა ის ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებას. აზროვნების ძალიან სწრაფი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის ...

Read More »

OPEC + ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმას მხარი დაუჭერს

“OPEC+”-ის ქვეყნები არ გადაუხვევენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ ზრდას ივლისის თვიდან, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის ექსპორტიორები აღნიშნული საკითხის განსახილველად ხუთშაბათს შეიკრიბებიან. OPEC+ სავარაუდოდ არ შეცვლის ნავთობის მოპოვების თანდათანობით გაზრდის შეთანხმებულ გეგმას, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იტყობინება Bloomberg დელეგატთა წყაროებზე დაყრდნობით. დელეგატების თქმით, ნავთობის ბაზარზე მიწოდება და მოთხოვნილება სტაბილური რჩება და სანქციებს ჯერ კიდევ ...

Read More »

რას ნიშნავს EU-ს მიერ დაწესებული ნავთობის ნაწილობრივი ემბარგო რუსეთისა და ევროპისთვის?

31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას ...

Read More »

ანდრეი ერმაკი: ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე სადაზღვევო აკრძალვას დააწესებს. „Wall Street Journal-ის მონაცემების მიხედვით, ეს იქნება სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. აღნიშნიული აკრძალვა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკის ხელთაა რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ახლა რუსეთს გაუჭირდება თავისი ნავთობის აზიაში მიყიდვა, რადგან ევროპული კომპანიები მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ“, – წერს ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 60%-ით გაიზარდა

ირანის შემოსავალი მიღებული ენერგომატარებლების ექსპორტიდან ირანული წლის პირველ ორ თვეში (21 მარტიდან 21 მაისამდე) გაიზარდა 60%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ირანის ნავთობის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ჩინოვნიკმა არ დაასახელა შემოსავლების მკვეთრი ზრდის მიზეზები, მაგრამ ნავთობის ფასი გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უკრაინის კრიზისისა და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის  გლობალური აღდგენის გამო. ირანის მთავრობა აცხადებს, ...

Read More »

სოროსი: პუტინი არაა ისეთ ძლიერ პოზიციაში, როგორც თავს აჩენს, გაზის რეზერვები უკვე სავსეა

მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის მოლაპარაკებების ისეთ ძლიერ პოზიციაში, როგორც ის ევროპას თავს აჩვენებს და ამ პროცესში, რეალურად, ევროკავშირს აქვს უპირატესობა, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული. სოროსის არგუმენტი ეყრდნობა იმ მოცემულობას, რომ რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი აირის რეზერვები თითქმის სავსეა და დამატებით მოპოვებული გაზის შენახვის რესურსები ქვეყანას არ აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი შეწყვეტს ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 27  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.43  (+  2.03)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.07  (+  0.98)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
სანქციების მოხსნის შემდეგ, ევროპაში ირანული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ჩავიდა

ირანმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული ნავთობნაკერი დააკავა

ირანის სამხედრო ძალებმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი დააკავეს. მანემდე, კვირის დასაწყისში, საბერძნეთის წყლებში ირანული ნავთობის კონფისკაცია მოხდა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი საბერძნეთის დროშის ქვეშ საერთაშორისო წყლებში მცურავ გემზე, Delta Poseidon-ზე დაეშვა და ეკიპაჟი, მათ შორის საბერძნეთის ორი მოქალაქე დაატყვევა.  სამინისტროს თქმით, მსგავსი ინციდენტი ირანის სანაპიროსთან დაფიქსირდა – საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ ერთ გემზე ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

რუსეთი და სერბეთი გაზის მიწოდებაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, გაზის მიწოდების ახალ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ფასზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ყველა დეტალი გაზპრომთან იქნება შეთანხმებული“, – განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს. სერბეთს 10-წლიანი კონტრაქტი რუსულ გაზპრომთან 31 მაისს ეწურება. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა შეუერთდეს ბლოკს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. 2008 წელს, ბალკანეთის ქვეყნის ...

Read More »