OPEC + ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმას მხარი დაუჭერს

“OPEC+”-ის ქვეყნები არ გადაუხვევენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ ზრდას ივლისის თვიდან, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ნავთობის ექსპორტიორები აღნიშნული საკითხის განსახილველად ხუთშაბათს შეიკრიბებიან.

OPEC+ სავარაუდოდ არ შეცვლის ნავთობის მოპოვების თანდათანობით გაზრდის შეთანხმებულ გეგმას, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იტყობინება Bloomberg დელეგატთა წყაროებზე დაყრდნობით.

დელეგატების თქმით, ნავთობის ბაზარზე მიწოდება და მოთხოვნილება სტაბილური რჩება და სანქციებს ჯერ კიდევ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ექსპორტზე. OPEC+-ის წევრების უმეტესობა, საუდის არაბეთისა და მისი მეზობლების გარდა, ცდილობს გაზარდოს ნავთობის მოპოვება პანდემიის შემდეგ მოთხოვნილების აღდგენის ფონზე, აღნიშნავს Bloomberg.

“OPEC +” გარიგებაში შემავალი ქვეყნები შეიკრიბებიან ხუთშაბათს, 2 ივნისს, რათა განიხილონ მომავალი თვის გეგმა. სავარაუდოდ ჯგუფი მოიწონებს მოპოვების 430 000 ბარელით/დღეში ზრდას ივლისის თვეში, წერს Bloomberg.

Leave a Reply