Tag Archives: #ელექტრიფიკაცია

თელასის მფლობელ ინტერ რაოს კაპიტალიზაცია ბირჟის დახურვამდე 32%-ით შემცირდა

თელასის აქციათა 75%-ის მფლობელ რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ აქციების ღიღებულება 16 თებერვლიდან 25 თებერვლამდე 32 პროცენტით შემცირდა. მოსკოვის ბირჟა 3 დღეა არ გახსნილა. იმ კომპანიათა კაპიტალიზაცია რომლებიც ლონდონშიც ვაჭრობდნენ ამ ბოლო 3 დღეშიც შემცირდა. ინტერ რაომ მოსკოვის ბირჟის გახსნის შემდეგ რუბლში ნომინალური ღირებულება რომც შეინარჩუნოს, დოლარში მაინც 35%-იანი ვარდნა იქნება. უშუალოდ ინტერ რაოს სანქციები არ შეხებია და მისი კაპიტალიზაცია ომის დაწყებამ ...

Read More »
ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა და 13.7 ტვტ.სთ შეადგინა. გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება 13.1%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 7.1%-ით 2019 წელთან შედარებით. ზრდა ძირითადად გამოიწვია აფხაზეთის რეგიონის გაზრდილმა მოთხოვნამ. ამ რეგიონის გამოკლებით, დანარჩენი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 12.4%-ით 2020 წელთან შედარებით და 0.7%-ით 2019 წელთან შედარებით. ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 2021 წელს 23.5 მგვტ.-ით გაიზარდა და ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობითვე, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამყრელიძის, გარიყულის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას. “საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ). პეკინის გამზირის, კოსტავას, ბენდელიანის, ფარნავაზ ...

Read More »

სემეკი ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებისთვის ონლაინ შეხვედრას მართავს

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 4 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათ მოლოდინებზე მსჯელობა. შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ქართულ ენაზე. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით: რეგისტრაციის გავლა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი, ...

Read More »

სემეკი: დეკემბერსა და იანვარში განხორციელებული ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, ...

Read More »

დღეს, თბილისის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დიდუბის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), კედიას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილისა და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბესიკის, ვეძინის, მესხის, მთაწმინდის, რიწის, ყიფიანის, ჭონქაძისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სემეკსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის, მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ. შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა  და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, ართმელიძის, შეშელიძის, სარაჯიშვილის და თემქის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება გაიზარდა

იანვარში ელექტროენერგიის გენერაცია 26.9%-ით 1.025 მლრდ კვტ/სთ-მდე, ხოლო მოხმარება 16.2%-ით 1.373 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს. გენერაცია გაიზარდა როგორც თბოსადგურების 341 მლნ კვტ/სთ-დან 508 მლნ კვტ/სთ-მდე, ასევე ჰიდროსადგურების ხარჯზე 461 მლნ კვტ/სთ-დან 510 მლნ კვტ/სთ-მდე. 5.1 მლნ კვტ/სთ-დან 6.6 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებაც, თუმცა მისი წილი სისტემაში კვლავ 0.7%-ზე ნაკლები რჩება. ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

გარემონტებული და აღდგენილი ენგურჰესი მთლიანად სეპარატისტებზე მუშაობს

ახალრეაბილიტირებული ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული მთელი ელექტროენერგია ისევ აფხაზეთის ენერგომომარაგებას  ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ დონეზე გაცხადდა დენის მიწოდების სტანდარტის 60/40-ზე პირობების დაცვის შესახებ, სინამდვილეში არაფერი იცვლება. ,,ენგურჰესი“ კვლავ სეპარატისტებს ემსახურება და საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება ისევ მატულობს.  საქართველომ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გააორმაგა. ესკოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 96%-ით – 406.4 მლნ ...

Read More »