Tag Archives: #ნამახვანი

“„ნამახვანჰესის“ პროექტი შეიძლება უკეთესი პირობებით განხორციელდეს”

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ. ...

Read More »

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ენკასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელება. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის ნამახვანის ჰესის არსებობა უმნიშვნელოვანესია. „ვინაიდან დღეს არის ასეთი ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

ნამოხვანის ხარჯზე დაგეგმილი გვქონდა, რომ 2030 წლისათვის შემოგვეტანა ელექტროსისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროები

ენერგოექსპერტი გია არაბიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობაში „ნამოხვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ „ყველას ერთად მოგვიწევს ყველაფრის გააზრება“. ენერგეტიკოსი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არის ცუდი ქვეყნისთვის საინვესტიციო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. „ის რაც მოხდა ძალიან ცუდია და პირდაპირ გეტყვით რა მიზეზების გამო არის ცუდი. პირველი – ზარალდება ჩვენი საინვესტიციო იმიჯი. ამდენი ...

Read More »

ალუდა ღუდუშაური „ნამახვანჰესზე“: იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი ხელშეკრულების შეწყვეტით არ დასრულდება

იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი ხელშეკრულების შეწყვეტით არ დასრულდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშიც არის აღნიშნული და დასრულდება იმით, რომ სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის პროექტის შესაძლო ჩაშლის შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში, რომელიც ქვეყანაში ...

Read More »

ნამახვანის ჩაშლით გახარებული და გამარჯვებული „ბიდლოს“ ქვეყანა

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ანვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ”სიტყვა „ბიდლო“, ისევე, როგორც ლუმპენ–პროლეტარიათი, ჩვენში რუსული ენიდან შემოვიდა, თუმცა, წარმოშობით ერთი პოლონურია, მეორე კი გერმანული. ორივე ნიშნავს ერთსა და იმავეს – ყველაფერი რომ შევაჯამოთ – უპასუხისმგებლო, ინფანტილურ, მუდამ ხელგაშვერილ და ამავე დროს უმადურ ადამიანს. ბიდლო არის ის, ვინც არც ქალაქელია, და არ სოფლელი, არც მიწა იცის, არ ხელობა ეხერხება, ...

Read More »

ირაკლი იაშვილი: მოვიმარაგოთ “ვარლამის ნათურები”…

ნამახვანჰესის პროექტის ფაქტობრივ ჩაშლას ბიზნესმენი, „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი „ფაქტიურად ჩაიშალა ნამოხვანის პროექტი!!! საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც ესმოდა ამ პროექტის მნიშვნელობა როგორც ენერგომომარაგების და უსაფრთხოების ასევე, ზოგადად, სახელმწიფოსთვის, როგორც დიდი საინვესტიციო პროექტის განვითარების შესაძლებლობის კუთხით, არ გაუხარდა ეს ამბავი!!! საქართველის მოსახლეობის ნაწილს, რომელმაც, მათი განცხადებით, გადაარჩინეს ქართული მიწა, წყალი და წიაღი გათურქებისგან და ეს სიმდიდრე დატოვეს ქართველების საკუთრებაში ...

Read More »

ფადი ასლი: უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ნებისმიერ ფასად არიდებს თავს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი კომპანია ENKA-ს მიერ “ნამახვანჰესის” ხელშეკრულების გაწყვეტას საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორების მიმართ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიზანმიმართული დისკრიმინაციული დამოკიდებულებით ხსნის. მისი თქმით, ხელისუფლების ამ დამოკიდებულების გამო, ინვესტორები ქვეყანას თავს არიდებენ. “ქვეყნის მთავარ ბიზნეს ორგანიზაციის 23-წლიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში, არასოდეს შევსწრებივარ იმ მასშტაბის, სიხშირის და სიმძლავრის თავდასხმებს უცხოელ ინვესტორებზე, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდება, შევარდნაძის პერიოდის ყველაზე ...

Read More »

გროს ენერჯი ჯგუფი: ნამახვანის პროექტის ჩაშლა ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას აფასებს და აცხადებს, რომ  თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება  ცუდი ფაქტია და საკმაოდ მძიმედ აისახება ქვეყნის ბიზნეს საინვესტიციო გარემოზე. მისი ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პროექტების ჩაშლა, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს, შესაბამისად, საკმაოდ რთული იქნება ახალი ინვესტორის მოძიება და შემოყვანა. „ვიმედოვნებ, კომპანიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები გაიმართება და თურქული კომპანია საერთაშორისო ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

რა მოხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში – 3 სცენარი

ამჟამად, დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას გვაძლევს: სცენარი 1 კომპანია წყვეტს კონტრაქტს და პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გადის ქვეყნიდან ზარალის/ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე. სცენარი 2 კომპანია წყვეტს კონტრაქტს ...

Read More »

“თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორებიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა-ჩაბეტონება ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით, რითაც უდიდესი სამეცნიერო პოტენციალი და ატომური სახელმწიფოს სტატუსი დავკარგეთ”

“ნამახვანჰესთან” დაკავშირბულ მოვლენებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ნამახვანჰესის პროექტიდან თურქი ინვესტორის გასვლის შესახებ. მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა რომ ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი შეტყობინება არის მიღებული და მდგომარეობის დასარეგულირებლად კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, რაზეც მთავრობა მუშაობს რათა ინვესტორთან პოზიციების დაახლოება მოხდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ...

Read More »