Tag Archives: #უკრაინა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

ერდოღანი: ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ – ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. „ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ. ამასთანავე, რუსეთთან ერთად ატომურ ელექტროსადგურს ვაშენებთ. ამ საკითხს განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სენსიტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას“, ...

Read More »

IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს უკრაინაში, რათა უზრუნველყოს ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და დაცულობა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) “სერიოზულად შეშფოთებულია” უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებითა და დაცულობით – აღნიშნულის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, „ატომური ინციდენტის თავიდან აცილების აუცილებლობა უფრო კრიტიკული ხდება ყოველი დღის გასვლის შემდეგ“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, უკრაინის ბირთვული რეაქტორების შესაფასებლად, საკუთარი ექსპერტებს და აღჭურვილობის დაშვება ითხოვს. “IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსული გაზის ყიდვა რუბლით იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია

ამჟამად ჩერნობილის ზონაში ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელესმა განაცხადა. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ბოლო კვირაში დაფიქსირდა დამატებითი 5 ხანძარი. ამ ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია. ჯერ კიდევ არის მცირე უბნები, სადაც წვა გრძელდება“, – განაცხადა სტრელესმა. შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს აიღეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ...

Read More »

ავსტრალია უკრაინას 70 000 ტონა ქვანახშირს უფასოდ მიაწვდის

ავსტრალია ითვალისწინებს უკრაინის მთავრობის მიმართვას უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად მინიმუმ 70 000 ტონა თერმულ ქვანახშირს გამოყოფს, – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო. ავსტრალიის მთავრობამ ქვანახშირის ამ რაოდენობით მოსაგროვებლად ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებთან შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და მნიშვნელოვანიწვლილი შეიტანა უკრაინელი მომხმარებლების საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფაში, – განაცხადა გალუშჩენკომ. ავსტრალიის მთავრობა სრულად დაფარავს როგორც ქვანახშირის, ისე მისი მიწოდების ღირებულებას.

Read More »

ჩერნობილის მახლობლად, ტყეში ხანძარია

უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ ტყესთან ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, გამოწვეულია საარტილერიო დაბომბვით ან განზრახ ცეცხლის წაკიდებით. მათივე ცნობით, ხანძარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე რუსული შენაერთების მხრიდან მისი ჩაქრობის მცდელობა არ ყოფილა. უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ეს ზრდის შეშფოთებას, რომ რადიაციული კვამლი შეიძლება, გავრცელდეს.

Read More »

ნორმაზე 33-ჯერ მეტი – ჰაერის დაბინძურებით კიევი მსფოლიოში პირველ ადგილს იკავებს

დაბინძურებული ჰაერის კონცენტრაცია კიევში  33-ჯერ აჭარბებს „ჯანმოს“ რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  IQAir ავრცელებს. ჰაერის დაბინძურების მიხედვით კიევმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა პაკისტანი და ბანგლადეში. ჰაერის ხარისხის ინდექსი ქალაქის თითქმის ყველა რაიონში დაეცა. საინფორმაციო სააგენტო „ZN“-ის ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი დაკავშირებულია ქარის მიმართულების შეცვლით და ახლა უკვე დედაქალაქში არსებული ნამწვით და კვამლით სხვა რეგიონებიდან, რომლებიც დაზარალდნენ საავიაციო თავდასხმის შედეგად რუსეთის ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია – ლიუდმილა დენისოვა

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის რადის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია და არსებობს რადიაციის გაჟონვის რისკი. „უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის სამხედროთა მოქმედებები ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. გუშინ მტრის ცეცხლის გამო დაზიანდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მაღალვოლტიანი ხაზი… ხაზის რემონტი შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანების ზონაში გრძელდება აქტიური სამხედრო მოქმედებები… არსებობს დენის მიწოდების სრული შეწყვეტის საფრთხე. თუკი ...

Read More »
უკრაინა

ზელენსკიმ უკრაინაში კრიპტოვალუტა დააკანონა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ვირტუალური აქტივების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. კანონი განსაზღვრავს კრიპტო აქტივების სამართლებრივ სტატუსს, კლასიფიკაციას და საკუთრებას, ასევე მომსახურების მიმწოდებლების ჩამონათვალს და მათი რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად, უცხოური და უკრაინული კრიპტობირჟები იმუშავებენ ლეგალურად, ბანკები გახსნიან ანგარიშებს კრიპტოვალუტაში და უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ვირტუალური აქტივები დაიცვან სამართლებრივი მექანიზმებით.

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა

უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ოფიციალურად შეუერთდა ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელს (ENTSO-E). „უკრაინა „ენერგეტიკული ევროკავშირის“ წევრი გახდა. დასრულდა უკრაინული და ევროპული ენერგოსისტემების გაერთიანება. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიდის ევროკავშირში, ევროპული კი – უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის ყველა წევრს, განსაკუთრებით კი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ ...

Read More »