Tag Archives: #უკრაინა

პოდოლიაკი: რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად აუცილებელია ემბარგოს დაწესება ფედერაციის ენერგორესურსებზე

“რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ კმარა. რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად და უკრაინელების მკვლელობის შესაჩერებლად, აუცილებელია პირდაპირი ემბარგოს დაწესება რუსეთის ფედერაციის ყველა ენერგორესურსზე, ან რუსეთის პროდუქტებისთვის პორტების დაკეტვით არაპირდაპირი ამბარგო. თუ არადა გვითხარით: “იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე!” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

Read More »

ბელგოროდში ხანძარი ნავთობის მხოლოდ სამ საცავშია ლოკალიზებული – ცეცხლის გავრცელების საფრთხე რჩება

ბელგოროდში ნავთობის სამ საცავში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, კიდევ სამში რჩება. ამის შესახებ რუსულ მედიას საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა განუცხადეს. როგორც მეხანძრეები აღნიშნავენ,  ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხე, რომ ცეცხლი 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის დიზელის საწვავის სხვა კონტეინერებსაც გადაედოს. აფეთქების გამო, მეზობელი სახლებიდან 43 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ადგილზე 194 მეხანძრე, ტექნიკის 59 ერთეული, სახანძრო მატარებელი და თვითმფრინავი მუშაობს. აფეთქების შედეგად, საწარმოს ...

Read More »

“ენერგოატომმა’ დაადასტურა რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვება

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს კიევის რეგიონში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. გასვლისას მათ უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები დაატყვევეს. ინფრომაციას ქალაქის მერი იური ფომიჩევი ავრცელებს. “ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან წაიყვანეს ჩვენი ეროვნული გვარდიელები, რომლებიც პირველივე დღიდან ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ისინი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს”, – თქვა ფომიჩოვმა. მერმა განაცხადა, რომ სამხედროებს ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლებენ. ეროვნული გვარდიის პრესსამსახურმა Українська правда-სთან სამხედრო პერსონალის დატყვევების ...

Read More »

უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარე ბელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანეს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა ქალაქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე მიიტანეს იერიში. მისივე თქმით, ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ რუსეთში. ინფორმაციას რუსულენოვანი „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, როგორ შეძლეს უკრაინულმა ვერტმფრნებმა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდება, გუბერნატორს პასუხი არ აქვს. მისი ინფორმაციით, ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

“რუსული ლეგენდაა, რომ რუსეთი შეუცვლელია…” – ვინ და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე?

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას იწყე­ბენ. ამ მიზ­ნით ევ­რო­კავ­შირ­ში სა­მუ­შაო ჯგუ­ფიც შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის­თვის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის გეგ­მას შე­ი­მუ­შა­ვებს. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ რუ­სულ გაზ­ზე, ნავ­თობ­სა და ნახ­შირ­ზე ეტა­პობ­რი­ვად უარი გა­ნა­ცხა­დონ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. თუ რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აქვს ევ­რო­კავ­შირს და რა დროს დას­ჭირ­დე­ბა იმას, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ამ სა­კი­თხზე “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­ე­სა­უბ­რა. ექ­სპერ­ტე­ბის ...

Read More »

რუსული ძალები ჩერნობილის ბირთვულ ობიექტს ტოვებენ

რუ­სეთ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო, – მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პენ­ტა­გო­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ობი­ექტს ტო­ვე­ბენ და ბე­ლა­რუ­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­კა­ვეს.

Read More »

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ენერგეტიკასთან დაკავშირებით

10 ნაბიჯი ენერგეტიკის სექტორში პუტინის რეჟიმის ნოკდაუნისათვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სანქცირებადი სექტორია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, ძლიერად არის დამოკიდებული ენერგო რესურსების გაყიდვაზე, მეორე მხრივ კი, რუსული გაზის მარაგების ბაზარზე შემცირება ფასის ზრდას გამოიწვევს, რითიც მოგებული რუსეთი რჩება. უკრაინელი ექსპერტერები აქტიურად მოუწოდებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანიას, დროულად დაეწყოთ ენერგო მომარაგების წყაროების რეალური დივერსიფიკაცია. რაც არ განხორციელდა. ახლა კი ...

Read More »

დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება 150 000-ზე მეტ უკრაინელს აღუდგა

დღის განმავლობაში 150 000-ზე მეტ უკრაინელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა 150 000 ათასზე მეტ მომხმარებელს, კერძოდ კიევში – 82 ათასს, მიკოლაევის ოლქში – 20 ათასს, დონეცკში – 18 ათასს, ხარკოვში – 12 ათასს, სუმში – 9 700-ს, ხერსონი – 5 ათასს, ჟიტომირში – 1 300-ს, ზაპოროჟიეში კი 972-ს“, ...

Read More »

“ჩერნობილში აფეთქების საშიშროება არსებობს” – უკრაინა რუსეთს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა, რომლებსაც ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, რადიოაქტიური ზონა უნდა დატოვონ. მან ასევე თქვა, რომ უკრაინამ სთხოვა რუსეთს სამშაბათს მოლაპარაკებებზე დაუშვას 97 ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა უკრაინის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებსა და სოფლებში. “ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ ...

Read More »

დააჩქარებს თუ არა უკრაინის ომი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესს?

„ისევე, როგორც 1970-იანი წლების OPEC-ის კრიზისმა ხელი შეუწყო განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციებსა და ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ავალდებულებდა ქვეყნებს საწვავის ეფექტურობის ეროვნულ სტანდარტების შემუშავებას, მიმდინარე კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ევროპა უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს ინვესტიციები ალტერნატიულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა პიტერ სობოტკამ, ევროპაში ენერგოგადამცემი ქსელების კომპანიის Corinex-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.   თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ...

Read More »