დღის განმავლობაში 150 000-ზე მეტ უკრაინელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა 150 000 ათასზე მეტ მომხმარებელს, კერძოდ კიევში – 82 ათასს, მიკოლაევის ოლქში – 20 ათასს, დონეცკში – 18 ათასს, ხარკოვში – 12 ათასს, სუმში – 9 700-ს, ხერსონი – 5 ათასს, ჟიტომირში – 1 300-ს, ზაპოროჟიეში კი 972-ს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში 1491-ზე მეტი დასახლება, ჯამში 831 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.