Tag Archives: #ენერგეტიკა

ბაიდენი: გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის მთელი პლანეტის არსებობას. ამის შესახებ ჯო ბაიდენა ეგვიპტეში გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მასზე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. „კლიმატური კრიზისი ეხება კაცობრიობის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გარემოს უსაფრთხოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და თავად პლანეტის სიცოცხლეს. მე აქ ვდგავარ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი და ვაცხადებ, რომ აშშ შესრულებს ...

Read More »

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება განიხილა და მხარი დაუჭირა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2018-2021 წლებში საქართველომ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დონორებისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი 554 მლნ ევროს ოდენობით სესხი მიიღო. მისივე თქმით, 2021 წელს ორივე პარტნიორმა მხარი დაუჭირა პროგრამის კიდევ 2 წლის ვადით გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს ...

Read More »

ნარმანია – ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი, არ ველოდებით არც ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, 2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ხუთჯერ არის მომატებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ტარიფები არ შეცვლილა. „საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის ჯამური ...

Read More »

ევროკავშირი თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა მსოფლიოში

მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ სულ 105 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა. ამრიგად, ევროპაში თხევადი გაზის მოხმარების დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთში. ეს მონაცემები 10 ნოემბერს, ბიზნესგამოცემა РБК-მ ანალიტიკურ კომპანია Kpler-ის ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 2021 წლის იმავე ათ თვეში ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 64 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო გასულ წელს ჯამში – 71.8 ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გლობალური დონის წარმატებული ენერგოპროექტია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, გლობალურ დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული პროექტია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას: „სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.” თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ...

Read More »

მსოფლიო ევროკავშირი მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ახალი დახმარების პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მოლდოვა უზარმაზარი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ ამ კრიზისის გადალახვაში. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ მოლდოვისთვის ენერგეტიკული დახმარების დამატებითი პაკეტი. ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს, რომ მოლდოვამ შეძლოს გაზის საჭირო მოცულობის ხარჯების ...

Read More »

დავით ნარმანია: სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ ქ. რუსთავის ...

Read More »

გერმანია კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე $84 მილიარდს დახარჯავს

ევროპის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად და ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად, გერმანიის მთავრობა მომდევნო წლის განმავლობაში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე თითქმის 84 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის მიერ წარდგენილი სტრატეგია დეკემბერში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების დაფინანსებისთვის $41 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. დარჩენილი $43 მილიარდი კი პერიოდულად დაიხარჯება ენერგორესურსების ტარიფების შესამცირებლად, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის. ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმოზმა. „რუსეთი არის მნიშვნელოვანი ენერგომომწოდებელი, რომელიც ბოლო დრომდე ფარავდა ევროპის გაზის მოთხოვნის მესამედს. რაც შეეხება თურქეთს, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის მოხმარების სულ მცირე 40%-ს შეადგენს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ კონცენტრირებას მხოლოდ ერთ წყაროზე. სამომავლოდ, ჩვენ ვდებთ ფსონს ირანზე, ...

Read More »

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინაში 500 ელექტრო გენერატორი გაგზავნა

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის თხოვნას გამოეხმაურნენ და ქვეყანას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს. ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ დაწერა. “გმადლობთ, რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის. კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევს. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ ჩვენი მოთხოვნა შეისმინა და 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა, რომ დაეხმარონ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში”, – დაწერა მან Twitter-ში. უკრაინამ შესაბამისი თხოვნით ნატოსა და ევროკავშირის ...

Read More »