მსოფლიო ევროკავშირი მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ახალი დახმარების პაკეტი მოამზადა.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოლდოვა უზარმაზარი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ ამ კრიზისის გადალახვაში. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ მოლდოვისთვის ენერგეტიკული დახმარების დამატებითი პაკეტი. ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს, რომ მოლდოვამ შეძლოს გაზის საჭირო მოცულობის ხარჯების დაფარვა. აქედან 100 მილიონი ევრო იქნება გრანტის სახით, დანარჩენი 100 მილიონი კი – სესხის სახით. გარდა ამისა, დამატებით საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით, გამოვყოფთ 50 მილიონ ევროს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების ხარჯების დასაფარად“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

Leave a Reply