Tag Archives: #აშშ

რატომ იზრდება ნავთობის ფასები?

ნავთობის ფასების მატებაზე გარკვეულ გავლენას უახლოეს მომავალში ბაიდენის ახალი ადმინისტრაციისგან ფართომასშტაბიანი ფინანსური ინექციების მოლოდინი ახდენს. ამავდროულად, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) შეამცირა ნავთობის მოთხოვნის პროგნოზი, თუმცა, ბაზრის მონაწილეებმა აღნიშნული უგულებელყვეს. თბილისის დროით 9:00 საათისთვის, Brent– ის ფიუჩერსები 0,66% –ით გაიზარდა და 56,27 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI– ის ფიუჩერსები 0,76% –ით და შეადგინა 53,38 დოლარი. გუშინ ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ს ფინანსთა ...

Read More »

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა სანავთობო ტანკერები ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის

2021 წლის 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რიგ კომპანიასა და გემს, რომლებმაც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია “PDVSA”-ს დაეხმარნენ ნავთობის გაყიდვაში აზიაში, მიუხედავად ვაშინგტონის სანქციების, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ თანხამ ხელი შეუწყო 2018 წელს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უკანონო არჩევას. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ქმედება მიმართული იქნება სამი ადამიანის, 14 ორგანიზაციისა და ექვსი გემისგან ...

Read More »

ოპეკი აშშ-ის სანავთობო სფეროსთან ურთიერთობის განმტკიცებას გეგმავს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) აპირებს ამერიკის ნავთობინდუსტრიასთან ურთიერთობების განმტკიცების გაგრძელებას არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მმართველობის დროს. ამის შესახებ განაცხადა ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ სამშაბათს ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე. “ჩვენი აზრით, ჩვენ მეტად ურთიერთმისაღები ურთიერთობა გვაქვს აშშ-ის ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიასთან. იმედი გვაქვს, რომ მოხდება ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ამერიკის (ნავთობის)ინდუსტრიასთან პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის დროს,” აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ჯერ არ დაკავშირებია არჩეული პრეზიდენტის გუნდს. ...

Read More »

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა. ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass.ru ავრცელებს. მათი ცნობით, ენერგოკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰოლდინგისთვის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტად რჩება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა გონივრულ ვადებში იგეგმება. „გაზპრომი“ პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების პირობებში Nord Stream-2-ის განხორციელების შეჩერებას ან პროექტის სრულ გაუქმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჰოლდინგის ობლიგაციების ახალი განთავსების მემორანდუმშია ნათქვამი. „ჩვენი მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, ისეთი ...

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას. სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ხომალდები „რუსტანკერი“, „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების სიაში ასევე ...

Read More »

აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას გერმანული კომპანია გამოეთიშა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროექტი პირველმა გერმანულმა კომპანიამ დატოვა. შესაბამის ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ კომპანიის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია კონცერნ Bilfinger SE-ზე. მედიასაშუალების ნობით, გაზსადენის მშენებლობას კომპანია აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების გამო გამოეთიშა. გერმანულმა კომპანიამ პროექტიდან გასვლის შესახებ უკვე შეატყობინა აშშ-ის ხელისუფლებას, ასევე „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია Nord Stream 2 AG-ს. გერმანულ კომპანიას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანი ევროკავშირს ახალი საგადახდო არხის გამო აკრიტიკებს

ირანის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის საგადახდო არხი გააკრიტიკა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ევროპულმა კომპანიებმა აშშ-ს სანქციების თავიდან აცილება შეძლონ. ევროპის მთავრობებს „წარმოდგენა არ აქვთ“, როგორ უნდა დააფინანსონ ორი წლის წინ დაარსებული მილსადენი Instex და „მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი სიმამაცე ეკონომიკური სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად“ – წერს ირანის ცენტრალური ბანკი Twitter– ზე. ირანის ეს კომენტარები ემთხვევა ძალაუფლების დონალდ ტრამპიდან ჯო ბაიდენზე გადასვლას, რომელიც ბარაკ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3248 ათასი ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3248 ათასი  ბარელით  შემცირდა და შეადგინა 482,211 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 4395 ათასი  ბარელით  და შეადგინა  245,476 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 4786 ათასი ბარელით  და შეადგინა 163,205  მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »

აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიას აქვეყნებს

სამშაბათს, აშშ-ს ადმინისტრაციამ ირანზე დაწესებული სანქციების სიას დაამატა ამ ქვეყნის წარმომადგენელი ჰასან აიურული, რომელიც ამჟამად იმყოფება იემენის დედაქალაქ სანაში, რომელსაც თავის მხრივ, ანსარ ალაჰის აჯანყებულთა მოძრაობა აკონტროლებს. სიას ასევე დაემატა ირანის საერთაშორისო ალ-მუსტაფას სახელობის უნივერსიტეტი. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ აშშ–ს სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. გარდა ამისა, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში დაემატა ერთი პაკისტანელი. შეერთებული შტატები თვლის, რომ ის ასოცირდება ისლამური ...

Read More »

ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

2019 წლის შომაბდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კანონს ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელი მოაწერა. სხვა პუნქტებთან ერთად, ამ დოკუმენტმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს პროექტს სანქციები დაუწესა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, ის, ვინც ითანამშრომლებს ამ პროექტთან, ვერასდროს მიიღებს კონტრაქტს ვერც ერთ კომპანიასთან, რომელსაც აშშ-სთან თუნდაც მინიმალური კავშირი აქვს. იმ დროისთვის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო და რუსული მხარე ...

Read More »