Tag Archives: #გაზსადენი

ცნობილია BTC–ით 8 თვის განმავლობაში გადატუმბული ნავთობის მოცულობა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, Botas International Limited (BIL), თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა, ჯეიჰანის ტერმინალიდან 132.625 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტანა. როგორც BILმოხსენება–ზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული Report იუწყება, 182 ტანკერმა განახორციელა ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. ამ დროისთვის, მთლიანობაში, 3,703,6 მილიონი ბარელი მოცულობის, 4,841 ტანკერი ნავთობია გაგზავნილი ჯეიჰანის პორტიდან. BIL 2001 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორია. ნავთობის ტანკერების პირველი დატვირთვა ჯეიჰანის ტერმინალიდან 2006 ...

Read More »

მოსკოვი გაზის სარქველებს „აჟღარუნებს“

ბლუმბერგი იუწყება, რომ რუსეთის გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ ევროკავშირისთვის გაზის გაყიდვები 2022 წლისთვის მას შემდეგ შეაჩერა, რაც გერმანულმა სასამართლომ უარყო მისი სარჩელი გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. გერმანიის გაზის მარეგულირებელმა უარი თქვა, რომ Nord Stream 2-ის მიმართ არ გავრცელდეს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ნორმები, რომლებიც უკრძალავს ერთ კომპანიას იყოს როგორც გაზმიმწოდებელი, ასევე, გაზსადენის მფლობელი. „გაზპრომისთვის“ ეს ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის ...

Read More »

BTC-ით სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება 21%ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 20 მილიონი 366.1 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა შემცირდა 3%-ით. ტრანსპორტირების 74,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე მოდის. იანვარ-ივლისში BTC-ით 15 მილიონი 244.4 ათასი ტონა ნავთობი იყო ტრანსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9% -ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში BTC–ით ნავთობის ტრანზიტმა 1 ...

Read More »

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორმა” შესაძლოა Nord Stream 2-ის მართვაში მიიღოს მოაწილეობა

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი” გეგმავს Nord Stream-2 პროექტს  საკუთარი მომსახურება შესთავაზოს” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა. “ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მომსახურებას <…> რადგან ვართ ოპერატორი, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია რუსეთისგან” – ციტირებს “რია ნოვოსტი” მის პასუხს “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვაზე. შეგახსენებთ, რომ ახლახანს დიუსელდორფის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა Nord Stream 2-ის ოპერატორის – კომპანია Nord Stream 2 AG-ის, რომლის ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–მა ევროპასთან სასამართლო წააგო

„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გერმანიაში სასამართლო პროცესი წააგო, რომელზეც გაზსადენის ევროკავშირის საგაზო დირექტივისგან გათავისუფლებას ითხოვდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. დიუსელდორფის მიზის უმაღლესმა სასამართლომ ოთხშაბათს არ დააკმაყოფილა Nord Stream 2 AG–ის აპელაცია გერმანიის ფედერალურ ქსელურ სააგენტოზე, რომელმაც უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ევროკავშირის საგაზო დირექტივის ნომებისგან გათავისუფლებაზე. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ...

Read More »
„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

ირანის ახალი საბადო კასპიის ზღვაში ევროპას ბუნებრივი აირით სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გავლით მოამარაგებს

კასპიის ზღვის ირანულ ნაწილში ბუნებრივი აირის ახალი მძლავრი საბადო აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ “თეირან ტაიმსი” იუწყება, იმ სახელმწიფო კომპანიის შეფასებაზე დაყრდნობით, რომელმაც ხსენებული საბადო აღმოაჩინა. ”თუ პირველადი შეფასებები დადასტურდება, კასპიის ზღვის ირანული სექტორი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტში. აღნიშნული საშუალებას მისცემს ქვეყანას დაიკავოს ევროპაში გაზის რეგიონული ექსპორტის 20 პროცენტი” – განაცხადა ხაზარის საძიებო და წარმოების კომპანიის (KEPCO) ...

Read More »
ტანაპ

TANAP-ის მეშვეობით, თურქეთს 3.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანმა თურქეთში 5.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაგზავნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებში ვკითხულობთ. ხსენებული მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 3.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი თურქეთს ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით მიეწოდებოდა. ბუნებრივი აირი, რომელიც თურქეთში იგზავნება, აზერბაიჯანულ “შაჰ-დენიზის” საბადოდან იწარმოება. გაზი თურქეთის ბაზარს სამხრეთ კავკასიური მილსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმისა) და TANAP-ის საშუალებით მიეწოდება. ...

Read More »

კანცლერი, კრემლი და გაზი – მერკელის გზავნილები მოსკოვიდან და კიევიდან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მერკელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთთან გაზის იმ სატრანზიტო შეთანხმების მიმართ, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ბუნდოვანია და მას სურს ზუსტად იცოდეს, რას მიიღებს უკრაინა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ვადა ამოეწურება. ...

Read More »

გერმანულ წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩაწყობა 12 სექტემბერს დასრულდება

ხომალდ „ფორტუნას“ მიერ გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩადება 12 სექტემბერს მოხდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg გერმანიის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით წერს. პორტალ Marine Traffic-ის მონაცემებით, მილის ჩამდები ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც მანამდე დანიის წყლებში მუშაობდა, ახლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წყლებშია. ამ მომენტისთის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულებულია 99%-ით. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ „ფორტუნა“ მილის ჩაწყობის საბოლოო ეტაპზე მუშაობდა. აშშ-მ ...

Read More »

ანგელა მერკელი – იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. „ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს. ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის ...

Read More »