გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, კერძო სექტორი „თბილისი ენერჯისგან“ პასუხების არქონის გამო უაღრესად გაწბილებულია. ამის შესახებ ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა, როდესაც ენერგოკომპანიის მიერ 3 იანვრიდან კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის გაძვირებაზე საუბრობდა. რატიშვილი ამბობს, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ შექმნილი ვითარება და ქაოსი. „მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება და მოვითხოვეთ შეხვედრა დახურულ ფორმატში, სადაც მოხდებოდა ამ ტარიფის განხილვა ...
Read More »