Tag Archives: #აშშ

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდა

მსოფლიო სახელმწიფოებმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ირანსა და აშშ-ს შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ განაახლეს. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩი მიხეილ ულიანოვი Twitter-ზე წერს. ულიანოვის თქმით, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი განახლდა და მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთგაგება, რომ ”მიმდინარე რაუნდი საბოლოო უნდა იყოს”,- ნათქვამია ულიანოვის ტვიტში.

Read More »

ტრამპი: მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, თუ რა კარგი იყო ჩემი პრეზიდენტობა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკვე აღარაა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. „სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ საწვავის ფასები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ბენზინის ერთი გალონი 2 დოლარამდე ღირდა. როდესაც მრიცხველზე ფასების ზრდას დაინახავთ, გაიხსენეთ, როგორი კარგი სამუშაო განახორციელა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, ...

Read More »

ბაიდენი: “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სანქციები ზიანს მოუტანს ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენთან მიმართებით, რადგან პროექტი თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ზიანს მიაყენებდა ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან. “ის თითქმის ბოლომდე დასრულებულია”, – თქვა ბაიდენმა გაზსადენზე, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით გაზს რუსეთიდან გერმანიაში ჩაიტანს. “საქმე ის არ არის, შემიძლია თუ არა გერმანიას ნებართვა მივცე, რაღაც გააკეთოს, ან არ გააკეთოს … ახლა ...

Read More »

რას მიიღებს რუსეთი “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“

რას მოიგებს რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“, – ამის შესახებ report.ge-ს ლოგისტიკის ექსპერტი, დავით გოჩავა უყვება. მისი აზრით, ამ კონტექსტში აუცილებელია გავიხსენოთ ფულის კეთების ტექნოლოგია პუტინის რუსეთში, რომელიც გოჩავას შეფასებით ასეთია: არსი მდგომარეობს ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის მოტეხვაში. შედიან ოლიგარქები პუტინთან, წარადგენენ პროექტს, რომლის თანახმად შესაძლებელია მილიარდობით დოლარის მოტეხვა ბიუჯეტიდან. ამასთან თუ ამ პროცესში ჩართულები არიან ევროპელი „მექრთამეები“, ფულს დახარბებული „პოლიტიკოსები“, მაშინ საქმე კიდევ ...

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. „რესპუბლიკელი“ სენატორები ...

Read More »

ბაიდენი პირობას დებს, რომ აშშ ჩინეთს ელექტრომობილების წარმოებაში გადაასწრებს

აშშ გეგმავს, რომ ჩინეთს ელექტრომობილების გაყიდვებში გადაასწროს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა კომპანია Ford-ის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობის დროს განაცხადა. „ავტომობილების წარმოების მომავალი ელექტრომობილებია. უკან დასახევი გზა არა გვაქვს. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გავხდებით ლიდერები თუ ჩამოვრჩებით სხვებს ამ რბოლაში,“ – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ამ რბოლაში ლიდერი ჩინეთია და „თავის მოტყუება არ ღირს, რადგან ეს ფაქტია.“ პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ...

Read More »

ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ ჯო ბაიდენს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის გაუქმებაზე

აშშ-ის კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ რამდენიმე სანქციაზე უარის თქმას. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აშშ-ის ნაციონალურ ინტერსში შედის რუსეთის აგრესიისგან უკრაინის სუვერენიტეტის და ევროპის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა“, – ნათქვამია კონგრესის უკრაინის ორპარტიული ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ...

Read More »

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. „სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში წარუდგინა „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტის“ (PEESA) შესაბამისად, რომელშიც ჩამოთვლილია ოთხი ხომალდი, ხუთი ორგანიზაცია და ერთი ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართულნი არიან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში. მათ შორის არის Nord Stream ...

Read More »

კრემლი: აშშ-ის მიერ Nord Stream 2-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე ყველა მხარე პროექტის სწრაფად დასრულებაშია დაინტერესებული. „ყველა სირთულის მიუხედავად, პროექტი გრძელდებოდა, მიმდინარეობდა სამუშაოები. ჩვენ და ამ პროექტში მონაწილე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტი მესამე ქვეყნების მხრიდან ზეწოლას არ უნდა განიცდიდეს. ...

Read More »
ნაკადი

გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობაზე საბოლოო ნებართვა გასცა

„გერმანიის ნაოსნობის და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში რუსულ გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი 2- ის“-ის მშენებლობის საბოლოო ნებართვა გასცა“ – ნათქვამია რეგულატორის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. მაისის დასაწყისში მშენებლობა თვის ბოლომე გერმანული ეკოლოგიური ორგანიზაციის „NABU„-ს საჩივრის საფუძველზე შეჩერდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გაზსადენი მფრინველების მარშრუტებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს დაბალტიის ზღვის ფსკერზე ფაუნას დააზიანებს. უწყებამ ეკოლოგების საჩივარი განიხილა, შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მშენებლობა ...

Read More »