Tag Archives: #ევროპა

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის,  პეტრ ფიალას ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები უახლოეს მომავალში სასწრაფო წესით შეიკრიბებიან, რათა ენერგეტიკული სიტუაციის მოსაგვარებლად საგანგებო ზომები განიხილონ. ამასთან, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან. „ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს აზიანებს მთელ ევროკავშირს“, – ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთს გადაუსწრო და ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებაში ლიდერობს

ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ლიდერის როლს იკავებს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ რუსეთს გადაუსწრო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრი ტიერე ასლანდი ამბობს, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის წარმოების არსებულ მაღალ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს. „ველოდებით, რომ შევძლებთ წარმოების არსებულ დონეზე შენარჩუნებას 2030 წლამდე“, – განაცხადა ასლანდმა. ოფიციალური პროგნოზით, ნორვეგია ბუნებრივი აირის მოპოვების 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით რვა პროცენტით გაზრდას აპირებს. ქვეყანამ რუსეთს მას შემდეგ გადაასწრო, ...

Read More »

ევროპა რუსული გაზის გარეშეც მზად არის ზამთრისთვის

ევროპის ქვეყნები შემოდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ რუსეთისგან დამატებითი გაზის შესყიდვის გარეშე უკვე მზად არიან ზამთრისთვის. გერმანიის გაზის საცავები 80,65%-ით არის შევსებული. ეს საკმარისია ზამთარში გაზით ქვეყნის უზრუნველსაყოფად. დიდი ბრიტანეთი კი საერთოდ აღარ აწარმოებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტს. გერმანიის ენერგეტიკული ქსელების სააგენტომ (Bundesnetzagentur) განაცხადა, რომ 24 აგვისტოსთვის გერმანიის გაზის საცავები შევსებულია 80%-ზე ოდნავ მეტით. ენერგეტიკული კომპანიების სურვილია, 1 ოქტომბრისთვის საცავების 85%-მდე ...

Read More »

“ენერგეტიკული სანქციები რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს, მათი შემოღება საღ აზრს სრულად ეწინააღმდეგება”

უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პროცედურის გამკაცრებას და არც რუსეთისთვის ენერგეტიკული სანქციების დაწესებას, – ამის შესახებ Facebook-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს. „ესტონელ კოლეგა ურმას რეინსალუსთან რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზე ვისაუბრეთ. სოლიდარულები ვართ ოლაფ შოლცის პოზიციასთან და რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებთ. ასევე ვიმსჯელეთ ესტონეთის მიერ ინიცირებულ სანქციების ახალ პაკეტზე. ჩვენ როგორც უკრაინის მეზობელი ...

Read More »

ერდოღანი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე პუტინთან ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება. ერდოღანი მანამდე, ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 18 აგვისტოს, უკრაინულ ქალაქ ლვივში მხარეებს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური იყო, რომლის ტერიტორიაც ბოლო რამდენიმე კვირაა იბომბება. ობიექტს დღეს რუსეთი აკონტროლებს. დაბომბვებს კიევი და ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

„გაზპრომის“ განცხადების ფონზე, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო მილსადენის მუშაობას აჩერებს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გაზი უკვე 8 პროცენტით გაძვირდა. გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მეტად შეუმციროს გაზის მიწოდება და მოსახლეობას კვლავ ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი გვაქვს. უნდა ველოდოთ,რომ პუტინი კიდევ ...

Read More »

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

Read More »

ევროპისკენ დიზელით დატვირთული ტანკერები დაიძრა

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდი კომპანია Vortexa-ს ინფორმაციით, აზიიდან ევროპისკენ ტვირთების ნაკადები ხუთთვიან მაქსიმუმს აღწევს. გემების ფლოტს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავი, დიზელი მიაქვს ევროპისკენ. Vortexa-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, აგვისტოში აზიიდან ევროპაში ხუთი ტანკერი ჩავა, რომლებიც 3 მილიონ ბარელ საწვავს გადაიტანენ. BBC-ს ინფორმაციით, რთული ზამთრის დადგომამდე, ჯერ ენერგია ევროპას ცხელი ზაფხულის გადასატანად სჭირდება. წყარო: gbc.ge

Read More »

ომის ფონზე ქვანახშირზე მოთხოვნა წელს ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდება

მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკის შენელებისა და ჩინეთში ლოკდაუნისა, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების შემდეგ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ქვანახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდის. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით, 2022 წელს ქვანახშირის მოხმარება 0.7%-ით, 8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება. ბოლოს ქვანახშირზე ამგვარი მოთხოვნა 2013 წელს იყო, როდესაც მოთხოვნის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ქვანახშირზე მომუშავე გენერატორებით ...

Read More »

აშშ და ევროკავშირი ბირთვული შეთანხმების „საბოლოო“ ტექსტზე ირანის პასუხს სწავლობენ

აშშ და ევროკავშირი სწავლობენ ირანის პასუხს მსოფლიოს ქვეყნებს და თეირანს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის კანონპროექტის ტექსტის თაობაზე. ირანმა მანამდე, 16 აგვისტოს თქვა, რომ წინა დღეს ტექსტი წარუდგინა ბირთვულ მოლაპარაკებაზე ევროკავშირის კოორდინატორს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პირადად გადასცა თავისი პასუხი ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელს. „ყველა სწავლობს ტექსტს და ახლა არ არის ვადების განხილვის დროს“, – აღნიშნა ბორელის წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ...

Read More »