ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთს გადაუსწრო და ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებაში ლიდერობს

ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ლიდერის როლს იკავებს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ რუსეთს გადაუსწრო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრი ტიერე ასლანდი ამბობს, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის წარმოების არსებულ მაღალ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს.

„ველოდებით, რომ შევძლებთ წარმოების არსებულ დონეზე შენარჩუნებას 2030 წლამდე“, – განაცხადა ასლანდმა.

ოფიციალური პროგნოზით, ნორვეგია ბუნებრივი აირის მოპოვების 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით რვა პროცენტით გაზრდას აპირებს.

ქვეყანამ რუსეთს მას შემდეგ გადაასწრო, რაც რუსეთმა სანქციების საპასუხოდ გაზის ექსპორტი შეამცირა.

Leave a Reply