Tag Archives: #ენერგეტიკა

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

“ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მოხმარება 70%-მდე იმპორტით იფარება, ასეთ რეჟიმში კი იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს ელექტრომომარაგებაზე”

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1 800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე, – ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაშია ნათქვამი. „17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500“ მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, ...

Read More »

ბრიუსელში ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი შეფასდა

“ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირს გააძლიერებს,” – ამის შესახებ ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ...

Read More »

საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს, ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან განიხილეს. პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა. „მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ...

Read More »

ბიტკოინი $54,000-მდე დაეცა

უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რეკორდული ზრდის შემდეგ, გუშინ 5,5% -ით დაეცა. ჰონგ კონგში დილის 11:10 საათზე ბიტკოინი დაახლოებით $54 300 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დრამატული ზრდა, გარკვეულწილად, აშშ-ში სტიმულის პაკეტის დამტკიცებას უკავშირდება. სინგაპურში კრიპტო ბირჟის Luno– ს ხელმძღვანელი, ვიჯა აიარი ვარაუდობს, რომ მორიგ კლებამდე, ბიტკოინი, შესაძლოა, $62,000 დოლარამდე ავიდეს. აიარის ვარაუდით, კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მოიმატებს, რადგან  საფონდო ბირჟა სტიმულის ამოქმედებასთან ერთად უკეთეს მაჩვენებლებს დადებს. ...

Read More »
ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა

ენერგეტიკაში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და  15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ ინფორმაციით ბოლო დროს საქართველოში 84 პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა ინვესტორები სხვადასხვა პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ და ამჟამად გაჩერებულია დაახლოებით $3.7 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რაც დღევანდელი კურსით 10 ...

Read More »

“ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!”

“ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ, ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!” – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს, რითაც ის ნამახვანი ჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “დიდი თხოვნა მაქვს იმ ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. “პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც ...

Read More »

“ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის კონსტრუქციულ პლატფორმაზე”

ეკონომიკის მინისტრი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ღიაობას აცხადებს. ნათია თურნავამ  ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკებებში ჩართვა და პროექტის რევიზიაში მონაწილეობა მოსახლეობის წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეუძლიათ. მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის. „ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

თებერვლის თვეში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია კიდევ უფრო გაიაფდა. ამის შესახებ იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტელეკომპანია „პალიტრის“   გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, თუკი „ესკომ“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) „ელგრინისგან“ იანვარში  ელექტროენერგია შეისყიდა 3,9/3,9/5,4, ცენტად (ღამე/უქმე/დღე), თებერვალში ტარიფი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა სტაბილური ფასი – 4,4 /4,4/4,4. აღსანიშნია, რომ თებერვლის შესყიდვამდე გადაწყვეტილების მიღებისას „ესკო“ ასევე ...

Read More »

12 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი მსოფლიოში

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკულმა საბჭომ (ACEEE) მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. ექსპერტებმა 1000-ზე მეტი მოდელი შეისწავლეს, მათ შორის არა მხოლოდ ელექტროკარები, არამედ ჰიბრიდები და ჩვეულებრივი, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებიც იყო. რეიტინგში შემავალი ყველა ავტომობილი 100-ბალიანი სისტემით შეფასდა, რაც უფრო მეტია ქულები, მით უფრო ეკოლოგიურად უსაფრთხოა მანქანა. სიის ზედა ნაწილში მყოფი 12 მოდელს შორის 7 ელექტრომობილია, დანარჩენი სხვადასხვა ტიპის ...

Read More »