Tag Archives: #ხანძარი

აგვისტოში, ბრაზილიის ამაზონის ტყეში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა

ბრაზილიის ამაზონის ტყეში, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. ცეცხლის კერებმა 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელს გადააჭარბა. სწორედ სამი წლის წინ მოექცა ამაზონის ტყე მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ბრაზილიის ეროვნული კვლევითი სააგენტოს ინფორმაციით, ამაზონის ტყეში, აგვისტოს პირველი 30 დღის განმავლობაში, ხანძრის 31 513 კერა აღირიცხა.

Read More »

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

“ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. “ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ...

Read More »

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

Read More »

ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია – პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ამ დროისთვის უცნობია.

Read More »

ამ წუთებში ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარია

ბორჯომის ტყეში ისევ ხანძარი გაჩნდა, – აღნიშნულის ამსახველ კადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარია დიღომშიც. “მეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.

Read More »

მესტიაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. ცეცხლი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა არის დაკვამლიანება. სამუშაო პროცესში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. მუშაობს ცოცხალი ძალაც.

Read More »

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

Read More »

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო

შავნაბადაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს. შავნაბადაზე რამდენიმე ფერდი იწვის. შეინიშნება ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი გაკვამლიანება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენებთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში ასევე ჩართულია თურქული თვითმფრინავიც, რომელსაც 8-ტონიანი წლის ავზი აქვს. შავნაბადაზე ცეცხლი ფიჭვის ხეებს უკიდია. ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

Read More »

შავნაბადაზე ძლიერი ხანძარია

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Read More »

ძამას ხეობაში ხანძარია, დაიწვა რამდენიმე სახლი

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი სახლებზეც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, რომ ადგილზე არიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია. ხანძრის გავრცელების ფართობსა და სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. წყარო: radiotavisupleba.ge

Read More »