Tag Archives: #ენერგეტიკა

წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 20%-ზე მეტით გაძვირდა

ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, ივნისის ფიუჩერსების ფასი Brent-ის ტიპის ნავთობზე 2,7%-ით დაეცა – ბარელზე 62,74 დოლარამდე, ხოლო WTI-ს ფიუჩერსების მაისის ღირებულება – 2,3%-ით, ბარელზე 59,16 აშშ დოლარამდე. პირველ კვარტალში Brent და WTI გაძვირდნენ 21 და შესაბამისად 22%-ით, თებერვალი კი, ზოგადად ნავთობისთვის საუკეთესო თვე იყო 2020 წლის ნოემბრის შემდეგ. თებერვალში ნავთობის ფასების მკვეთრი 18%-იანი ნახტომი ორივე ბრენდისთვის ძირითადად განპირობებული იყო OPEC+-ის გარიგების ...

Read More »

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და რამე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და რამე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი კვლევები. „დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს „უკეთესი ნამახვანისთვის“. ეს არის იმ შეთანხმების შესრულება, რასაც ჩვენ ინვესტორ კომპანიასთან მივაღწიეთ. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი ...

Read More »

“„ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება”

გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. მისი თქმით, ექსპერტებს ექნებათ წვდომა კვლევებზე და პროცესის გახსნილობისთვის მზად არიან არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ თავად კომპანიაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროექტი განხორციელდება და ამ კუთხით კითხვის ნიშანი არ დგას. „ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც კარგად გაანალიზებას საჭიროებს. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად ...

Read More »

მსოფლიოს ბირთვული ასოციაცია ატომური პროგრამებით დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველოსაც ასახელებს

მსოფლიოს ბირთვული ასოციაციის ინფრომაციით, 30-მდე ქვეყანა განიხილავს, გეგმავს ან იწყებს ბირთვული ენერგიის პროგრამებს. აღნიშნული მოიცავს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. მაგ: ბელორუსი, ბანგლადეში და თურქეთი უკვე აშენებენ პირველ ატომურ ელექტროსადგურებს. ასოციაციის ცნობით, გარდა აღნიშნული 30 ქვეყნისა, ასევე დაახლოებით 20-მა ქვეყანამ გარკვეულ მომენტში გამოხატა ინტერესი ბირთვული პროექტებისადმი. ეს ქვეყნებია: ევროპაში: ალბანეთი, სერბეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ...

Read More »

ამირან სალუქვაძე: „წარმოუდგენელია ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და საკუთარი გენერაციის ობიექტების არქონა მისაღები იყოს“

დღეს ენერგეტიკის კუთხით აქტიურად დგას უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრობლემა, განსაკუთრებით, ჰესებთან დაკავშირებით ბოლო დროს გამძაფრებული წინააღმდეგობების ფონზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წინაპირობა ხდება იმის, რომ რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჰესების მნიშვნელობაზე, საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ამირან სალუქვაძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, მოხმარებულ ელექტროენერგიის მესამედზე მეტი არის იმპორტირებული და აღნიშნული არის საკმაოდ დიდი ...

Read More »

გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება – GOGC-ში რეორგანიზაცია იწყება

ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება – „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” (GOGC ) რეორგანიზაცია იწყება. რეფორმის ფარგლებში GOGC -ის აქტივები უნდა გაიყოს, კერძოდ, ბუნებრივი გაზის გადამცემ საქმიანობას ახალი კომპანია განახორციელებს. ამ კომპანიის დაფუძნება „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სწორედ, 2021 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს. მაისის ბოლომდე ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შევა ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის გამოსაყენებელი აქტივები. ...

Read More »

„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ – გიორგი კაპანაძე

„ესკომ“ ერთგვარი აბსურდული ვითარება შექმნა, როცა გაასაიდუმლოა იმ სახის ინფორმაცია (საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი სახით გასაჯაროებაზე), რომლის გასაიდუმლოებაც მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლებს არ მოუთხოვიათ. ამით თავი გაუგებარ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა“. – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა დ აბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსატ LIVE“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, აფბამ ესკოს ...

Read More »

Xiaomi ელექტრომობილების წარმოებაში 10 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებს

ელექტრონიკის ჩინური მწარმოებელი კომპანია Xiaomi Corp აპირებს ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას და უახლოესი 10 წლის განმავლობაში, 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს ამ სფეროში ოპერაციების განვითარებისთვის. Xiaomi-მ განაცხადა, რომ შექმნის დამოუკიდებელ განყოფილებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ელექტრომობილების წარმოებაზე. 10 მილიარდი იუანი (1.5 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება ახალი კომპანიის წამოწყებაზე, ხოლო მომავალში ინვესტიციები ამ ბიზნესში გაიზრდება. ჩინეთი არის ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდესი ბაზარი.

Read More »

ალტერნატიული ენერგორესურსებისა და შეშის მდგრად გამოყენებაზე შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის ,,ალტერნატიული ენერგო რესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება’’ გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გარემოსდაცვითი პროგრამის „ეკოსერვი“ ხელმძღვანელი კრისტიან გონერი, CENN -ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ...

Read More »

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ექსპერტებს ხვდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრას ეკონომიკისა და გარემოსდაცვის მინისტრები მართავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ჰიდროლოგები და გეოლოგები. „საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი დიდი პროექტის განხორცილება რთულია. სწორი სამეცნიერო აზრი მნიშვნელოვანია. კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კვლევის დასრულებამდე კაშხალი არ აშენდება. ამიტომ, დაინტერესებულ ექსპერტებს ამ პროცესში ჩართვის საშუალება ექნებათ. აპრილის თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ...

Read More »