წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 20%-ზე მეტით გაძვირდა

ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, ივნისის ფიუჩერსების ფასი Brent-ის ტიპის ნავთობზე 2,7%-ით დაეცა – ბარელზე 62,74 დოლარამდე, ხოლო WTI-ს ფიუჩერსების მაისის ღირებულება – 2,3%-ით, ბარელზე 59,16 აშშ დოლარამდე.

პირველ კვარტალში Brent და WTI გაძვირდნენ 21 და შესაბამისად 22%-ით, თებერვალი კი, ზოგადად ნავთობისთვის საუკეთესო თვე იყო 2020 წლის ნოემბრის შემდეგ. თებერვალში ნავთობის ფასების მკვეთრი 18%-იანი ნახტომი ორივე ბრენდისთვის ძირითადად განპირობებული იყო OPEC+-ის გარიგების გადაწყვეტილებით. იანვარში, OPEC+-ის რამოდენიმე ქვეყანა შეთანხმდა, რომ თებერვალ-მარტში წარმოება შემცირდებოდა დღეში 1,425 მლნ ბარელი ნავთობით, საიდანაც 1 მლნ საუდის არაბეთზე მოდის.

დღეს, თბილისის დროით 12:05 საათისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი 63,60 აშშ დოლარად გაიყიდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply