Tag Archives: #ნამახვანი

გოლეთიანი: ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან და გიზს სავალ ნაწილს გადაკეტავენ. “ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა”, – ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

Read More »

„ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიცაა „ენკა“, მსხვილი პროექტის კვლევა არ აქვს გაკეთებული“

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა იყოს გაკეთებული. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი. „ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას. მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ...

Read More »

რა სარგებელს მოუტანს “ნამოხვანჰესის” პროექტი რიონის ხეობას – “ენკას” დირექტორი

“ნამოხვანჰესის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რის განხორციელებასაც კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მასშტაბით გეგმავს. მერაბ ლომინაძის განმარტებით, კომპანია სხვადასხვა მიმართულებით აპირებს პროექტებისა და სფეროების განვითარების ხელშეწყობას. “ნამახვანჰესის პროექტი ხეობას მრავალ სიკეთეს მოუტანს, პირველ ყოვლისა, საგანმანათლებლო პროექტებში ჩავერთვებით. დღეიდანვე ჩვენ განვახორციელებთ სტუდენტების დაფინანსების პროგრამას იმისათვის, რომ სამწლინახევრის, ოთხი წლის მერე, როდესაც ჰესი დაიწყებს ფუნქციონირებას, ...

Read More »

ენკას დირექტორი: მჯერა, რომ ნამახვანჰესი ნამდვილად აშენდება

არსებულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, აქვს ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დისკუსია, საუბარი, საგნობრივი დისკუსია შესაბამისი არგუმენტებით და ცხადია, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. ნამახვანჰესი არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის. მე მჯერა, რომ ეს ჰესი ნამდვილად აშენდება აღნიშნული განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ გააკეთა.

Read More »

ლევან ნიკოლეიშვილი: გოლეთიანი დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია!

ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას! – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს. „ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი, რომ არა მხოლოდ ჰესის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე, როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე ...

Read More »

ზურაბ ქადაგიძე: ეს არის ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან

არასდროს დამიფიქსირებია სუბიექტური დამოკიდებულება „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, იმიტომ რომ ვუსმენ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ვთვლი, რომ ყველა საკითხი საგნობრივი დისკუსიის დროს უნდა გადაწყდეს. თუმცა დღევანდელი მოცემულობა უკვე კარგი მანძილით დაშორდა კონკრეტულ საკითხს და პრაგმატიზმიდან პოლიტიკურ პრიმიტივიზმში გადაიზარდა, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს. „ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან. -მოვახდენთ ქალაქის პარალიზებას!-26 მაისის აღლუმი ჩატარდეს არა ...

Read More »

თალაკვაძე : ხელისუფლება პროტესტს ხედავს და დედაქალაქის პარალიზება საჭირო არაა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რიონის ხეობის მცველების მსვლელობაზე განაცხადა, რომ  პროტესტ ხელისუფლება ხედავს და ქუჩების პიკეტირება საზოგადეოაბს აყენებს ზიანს. “ამ ფორმატში ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენს საზგადოებას. პროტესტი ხელისფლებისთვის დასანახია და დამატებითი  გზის გადაკეტვა, თანამოქალქეებს დისკომფორტს შეუქმნის. საჭირო არ არის დედაქალაქის პარალიზება, არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები”, – განაცხადa არჩილ თალაკვაძემ.

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება. „მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია ...

Read More »

„ენკას“ დირექტორი: მოლაპარაკებისა და საქმიან რეჟიმში საკითხის განხილვის გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ

ფიქრობ, დიალოგი, დისკუსია, საგნობრივი განხილვა ყველა იმ საკითხისა, რომელიც აწუხებს მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფს, არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება მოხდეს არსებული ვითარების დეესკალაცია. ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ყველა მხარე უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან ამაზე არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, არაერთი ქართველი ექსპერტი არის ჩართული ...

Read More »

შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს

ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია, – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას. „მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ, რაზე ლაპარაკობს და ნეტავ იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ ლუსტრაცია ...

Read More »