Tag Archives: #აშშ

სალივანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 არ ამოქმედდება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, Nord Stream 2-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ 6 თებერვალს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა NBC-ის ეთერში განაცხადა. სალივანმა განაცხადა, რომ აშშ დარწმუნებულია ევროპული ქვეყნები აპირებენ “სერიოზული ფასი გადაახდევინონ რუსეთს,” მაგრამ “რუსული გაზის შეწყვეტამდე და ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციამდე შორი გზაა.” გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტისგან მიიღო დავალება მსოფლიოში ბუნებრივი აირის მიმწოდებლები მოიძიოს, რათა გაუთვალისწინებელი ...

Read More »

აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ვაშინგტონის მხრიდან თეირანის მიმართ გარკვეული დათმობა. „სანქციებიდან გარკვეული გამონაკლისის დაშვება იმით არის განპირობებული, რომ მესამე ქვეყნებს ირანის უსაფრთხოების და ბირთვული გაუვრცელებლობის პროგრამებში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცეს“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთანავე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416,19 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,3 მილიონი ბარელით  და შეადგინა  247,92 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2,8 მილიონი ბარელით და შეადგინა  125,15 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ ევროპას გაზით უზრუნველყოფას ჰპირდება

აშშ-ს ადმინისტრაცია მზადაა უზრუნველყოს ევროპის ქვეყნებისთვის ალტერნატიული გაზის მიწოდება, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg იტყობინება, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელის სიტყვებზე დაყრდნობით. „აშშ მიაწვდის ევროპას ალტერნატიულ ბუნებრივ აირს საჭიროების შემთხვევაში“, – წერს სააგენტო. კერძოდ, აღნიშნული მიზნით, ვაშინგტონი ინარჩუნებს კონტაქტებს თხევადი გაზის მწარმოებლებთან და განიხილავს იმ კომპანიების შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზება. Bloomberg აღნიშნავს, რომ ხსენებულს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,5 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.5 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 413.813 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5,87 მილიონი ბარელით  და შეადგინა  246,621 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  127,952 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »

კატასტროფული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „მწვანე ევროპა“

არსებობს სრულიად რეალური ალბათობა იმისა, რომ ზამთარში ევროკავშირში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნას – მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე უკვე ნორმად იქცა და ამას ბოლო არ უჩანს. პუტინი კარგად ხვდება, რომ ევროპა რუსულ გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კი ამ დამოკიდებულებას გააორმაგებს და უკრაინაზე, ევროკავშირზე, ნატო-ზე და პირველ რიგში ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, გერმანიაზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღი გახდება. გერმანია აგრძელებს ...

Read More »

დემოკრატმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტს, რომელიც „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა

დემოკრატმა სენატორებმა უარყვეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტი, რომელიც რუსული გაზსადენის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიისა და სხვა ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენთან. სენატის მიერ პროექტის დამტკიცებას ხუთი კანონმდებლის ხუთი დააკლდა. პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს დემოკრატმა სენატორებმა, რომელთა განმარტებითაც, ამ ინიციატივას პოლიტიკური შურისძიება უდევს საფუძვლად და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის ადმინისტრაციამაც ...

Read More »

დაუწესებს თუ არა ამერიკა სანქციებს რუსულ გაზსადენს

დემოკრატი სენატორების ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკამ “ჩრდილოეთ ნაკად 2-ს” სანქციები არ უნდა დაუწესოს. განცხადებები ამერიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ მიაჩნიათ, რომ სანქციების დაწესება რუსულ გაზსადენზე ამერიკა-გერმანიის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. პარალელურად კი ამერიკის სენატში რესპუბლიკური პარტიის წევრები მხაარს უჭერენ რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის ინიციატივას, რომელიც რუსული გაზსადენისთვის ახალი და ძლიერი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ...

Read More »

ისტორიაში პირველად აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

ენერგოდეფიციტში მყოფი ევროპისათვის მიწოდების გაზრდის გამო, ისტორიაში პირველად გასულ თვეს შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ბიზნესმედია გამოცემა Bloomberg-ის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში ამერიკული საწარმოების წარმოების მაჩვენებელმა კატარის მონაცემებს გადააჭარბა. ფიქლის გაზის რევოლუციამ და გამათხევადებელ საწარმოებში მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციამ შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილეს ექსპორტიორად ათ წელზე ნაკლებ დროში აქცია. ბუნებრივი აირის წარმოება 2010 ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 417,851 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 10,13  მილიონი ბარელით  და შეადგინა  232,787 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 4,42 მილიონი ბარელით და შეადგინა  126,846 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »