გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 417,851 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 10,13 მილიონი ბარელით და შეადგინა 232,787 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 4,42 მილიონი ბარელით და შეადგინა 126,846 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი ბარელით და შეადგინა 11,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.