Tag Archives: #აირი

ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ

თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს. „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ...

Read More »

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას 16 დეკემბერს, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება, განაცხადეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. „სილივრი“ თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია 3,2 მილიარდი კუბური მეტრი ტევადობით და დღეში 28 მილიონი კუბური მეტრი საწარმოო სიმძლავრით. გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე ჩაატარდა, ხოლო ზღვაში ორი დამატებითი პლატფორმა ...

Read More »

ევროკავშირს საკმარისი გაზი აქვს ზამთრისთვის, მაგრამ 2023 წელს შესაძლოა, დეფიციტი შეექმნას

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ევროკავშირს საკმარისი გაზი აქვს ზამთრისთვის, მაგრამ მომავალ წელს შესაძლოა, დეფიციტი შეექმნას, თუ რუსეთი კიდევ შეწყვეტს გაზის მიწოდებას. სააგენტომ მოუწოდა მთავრობებს, უფრო სწრაფად იმოქმედონ ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წელს შეწყვიტა გაზის მიწოდება, ევროპამ თავიდან აიცილა სერიოზული დეფიციტი და ზამთარს გაზით მომარაგებული შეხვდა, თუმცა, მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი იყოს“, ...

Read More »

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე გაზის ფასის ლიმიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ევროკავშირის ქვეყნები თვეების განმავლობაში მსჯელობენ გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. მაშინ, როცა გაზის ფასზე ლიმიტის დაწესების მომხრე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს მათ ეკონომიკას ენერგორესურსების მაღალი ხარჯებისგან, გერმანია – ევროპის უდიდესი ეკონომიკა და გაზის ბაზარი – და ნიდერლანდები ფასზე ...

Read More »

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები უცვლელი დარჩა

13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები. შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშრისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები. აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და  ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

რა ტარიფს იხდიან მომხმარებლები ბუნებრივ აირში

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიამ (სემეკმა) საჯარო სხდომაზე მიიღო. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს ...

Read More »

რუსულ გაზზე საბოლოოდ გათავისუფლებისთვის, ევროკავშირში ენერგეტიკაში ინვესტიციების ახალი ფონდის შექმნა სურთ

ევროკავშირმა ბიუჯეტს უნდა გადახედოს და დამატებითი ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის ახალი ფონდის შექმნა განიხილოს, რომ ბლოკის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა შეძლონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი. „საკითხი მდგომარეობს იმაში, შეესაბამება თუ არა ევროკავშირის ბიუჯეტი თავის დანიშნულებას. ბიუჯეტის შუალედურ განხილვაში ახალი ხედვა სუვერენული ფონდის შექმნას გაუხსნიდა კარს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა არ ...

Read More »

თურქეთი თურქმენული გაზის ევროპაში გატანითაა დაინტერესებული, მარშრუტი საქართველოზე გადის

თურქეთის პრეზიდენტი თურქმენეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ფიქრობს – ამის შესახებ, თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობითა და რესპონდენტთა ანონიმურობის დაცვით, Bloomberg-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამ იდეას განიხილავს აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს. თურქმენეთის გაზის ევროპისთვის მიწოდება ახალი იდეა არ არის, მაგრამ მისი განხორციელება წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტი ახლა ამ იდეის აღორძინებას აპირებს, ...

Read More »

ევროკავშირის 12 სახელმწიფო გაზის ფასის ლიმიტის შემცირებას ითხოვს

ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ჯგუფმა მოითხოვა გაზის ფასზე ლიმიტის მნიშვნელოვანი შემცირება, რათა შერბილდეს ენერგეტიკული კრიზისის გავლენა ევროპელ მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ამის შესახებ 10 დეკემბერს, Bloomberg-მა და Reuters-მა დაწერეს. სააგენტოების ცნობით, ამ ქვეყნებში შედის ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია. მათ შესაბამისი წინადადება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე წამოაყენეს, რომლებიც ამ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 531,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »