Tag Archives: #ენერგეტიკა

დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ევროპაში ელექტროენერგიაზე ფასები გასულ წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა

ჩრდილოეთ ევროპა წყლის ნაკლებობის გამო გაძლიერებული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. წყალსაცავებში წყლის მარაგის შემცირება ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს, ჰიდროსადგურები კი სკანდინავიის ქვეყნებში ელექტროენერგიის გამომუშავების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. სექტემბერში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ელექტროენერგიაზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა. ელექტროენერგიიის დეფიციტი წარმოების შეფერხებას იწვევს, მომხმარებელს კი ბევრად მეტის გადახდა უწევს. ჩრდილოეთ ევროპას აგრეთვე არ ჰყოფნის ბუნებრივი აირი და ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

ენერგომატარებლების გაძვირების გამო უკრაინის მრეწველობა კოლაფსის ზღვარზეა

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ გაზი უკრაინაში უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში, სადაც ის მრავალწლიან რეკორდებს ხსნის – ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპა გაზს გრძელვადიანი, ხოლო უკრაინა მოკლევადიანი კონტრაქტებით ყიდულობს. „შესაბამისად, ევროპაზე ფასის ცვლილებები ეტაპობრივად აისახება, ხოლო უკრაინაზე – მყისიერად“, – განაცხადა უკრაინის შუშის მრეწველობის ფედერაციის თავმჯდომარემ დმიტრი ოლეინიკმა. ოქტომბერში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაზის ღირებულება 500-დან 700 ევრომდე მერყეობდა, უკრაინაში კი 1100 ევრომდე ავარდა. იმის ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი გაიყვანეს

დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის გაყვანილი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი (725 კილომეტრი) ამოქმედდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, სადენი ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე გადის და ინგლისის ქალაქ ბლიტს ნორვეგიულ სოფელ კვილდალთან აკავშირებს. ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია National Grid-ის ინფორმაციით, სადენი ელექტროენერგიით 1,4 მილიონ სახლს მოამარაგებს. პროექტის ღირებულება 1,6 მილიარდი ევროა. სადენით განახლებადი ელექტროენერგია გადაიცემა და შედეგად, 2030 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვი 23 მილიონი ტონით შემცირდება. National Grid-ის ​პრეზიდენტის, კორდი ოჰარას თქმით, პროექტი „ინჟინრული ...

Read More »

საქსტატი: სექტემბერში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანი მატება. საქსტატის ცნობოთ, სექტემბერში, წლიურ ჭრილში ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე ფასები 14.6 პროცენტით არის მომატებული. გარდა ამისა, , საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე ფასები 7.1 პროცენტით არის გაზრდილი, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კი 4.5 ...

Read More »

Nord Stream 2 – ომის საფრთხე უკრაინისთვის

ევროკავშირთან დამაკავშირებელი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის  მოწინააღმდეგეები პროექტს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავდნენ. თუმცა, სანამ პროექტი დასრულდა, რისკები შეიცვალა. 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, საშუალებას მისცემს რუსულ გაზის გიგანტ Gazprom-ს, გადახედოს გაზის ექსპორტს ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით. ამან შეიძლება უფუნქციოდ დატოვოს უზარმაზარი სატრანზიტო ქსელი, რომელიც წარსულში უკრაინას აძლევდა მილიარდობით დოლარის შემოსავალს და იცავდა სავარაუდო ენერგეტიკული ...

Read More »

აშშ მოუწოდებს ჩინეთს, შეწყვიტოს ირანის ნავთობის შესყიდვები

აშშ-მა მოუწოდა ჩინეთს,  შეწყვიტოს ირანის ნედლი ნავთობის შესყიდვები. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ჩინეთის ნაციონალურ რესპუბლიკაში ნედლეულის ექსპორტმა ხელი შეუწყო ირანის ეკონომიკას, რომელიც აშშ–ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ შეზღუდონ ნავთობის გაყიდვები სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა თეირანზე, რათა მათ განაახლონ მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით  ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმაზე  დასაბრუნებლად, როგორც ეს ამერიკულ მხარეს ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ევროპაში ენერგოკრიზისი იწყება, საქართველოში კი – მორიგი გაძვირება

ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმს მიუახლოვდა – შავი ოქროს ღირებულება 79 დოლარამდე გაიზარდა – ბოლოს ამაზე მაღალი ფასი- 80 დოლარი – 2018 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ეს უკვე კრიტიკული ნიშნულია. ევროპაში საწვავის კრიზისი დაიწყო, ბრიტანეთში ავტოგასამართ სადგურებთან რიგებია, სხვა ქვეყნებში კი მზარდი დაძაბულობა და საოცარი სიძვირე. საქართველოშიც გაძვირებას ელიან, თუმცა ნავთობპროდუქტების დეფიციტს გამორიცხავენ. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზია გაზის კრიზისი ევროპაში. მას შემდეგ, ...

Read More »

“ეფექტიანი და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტიანობასა და ეკოტურიზმის განვითარებას”

„ეფექტიანი და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია შევაფასო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, სულ მცირე, ორი ასპექტით: ერთი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ენერგოეფექტიანობას, მეორე კი – ჩვენი ტურისტული პოტენციალის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia-ს ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დოკუმენტს, რომელიც საქართველოში სატყეო ...

Read More »
რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

2 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულნი იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს. მათივე ცნობით, კომპანიის პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. „სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მთავარი დისპეტჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური ...

Read More »