დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ევროპაში ელექტროენერგიაზე ფასები გასულ წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა

ჩრდილოეთ ევროპა წყლის ნაკლებობის გამო გაძლიერებული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. წყალსაცავებში წყლის მარაგის შემცირება ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებას იწვევს, ჰიდროსადგურები კი სკანდინავიის ქვეყნებში ელექტროენერგიის გამომუშავების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.

სექტემბერში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ელექტროენერგიაზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა. ელექტროენერგიიის დეფიციტი წარმოების შეფერხებას იწვევს, მომხმარებელს კი ბევრად მეტის გადახდა უწევს. ჩრდილოეთ ევროპას აგრეთვე არ ჰყოფნის ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. დაბალი დონე წყალსაცავების შევსებისა სკანდინავიის ქვეყნებში და გაზსაცავების შევსებისა ევროპაში და, ამასთან ერთად, მაღალი ფასები ქვანახშირზე, იდეალურ პირობებს ქმნის ფასების ზრდისთვის, – ამბობს ფინეთის სახელმწიფო ენეგოკომპანიის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელი მატს პერსონი.

სექტემბერში წყალსაცავების შევსების დონემ 52,3% შეადგინა, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვეულებრივ, ამ დროისთვის წყალსაცავები შევსებულია, მაგრამ როგორც აგვისტოში, ისე სექტემბერში იყო რეკორდულად ცხელი დღეები და ძალიან მცირე რაოდენობით ნალექები, – ამბობს Agder Energi-ის (ნორვეგიის ენერგეტიკული ჯგუფი, რომელიც დაკავებულია ელექტროენერგიის წარმოებით, განაწილებით და კლიენტებისთვის მომსახურების გაწევით კომერციულ და სამომხმარებლო ბაზრებზე.
მუშაობს როგორც ნორვეგიაში, ასევე და სკანდინავიის და ევროპის სხვა ქვეყნებში და ევროპის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას უთმობს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას ნორვეგიაში და ინვესტირებას ევროპის დეცენტრალიზირებული ენერგეტიკული ბაზრის ახალ სავაჭრო მიმართულებებში – „აიპრესი”) ვიცე-პრეზიდენტი ანდერს გაუტესტადი.

წარმოდგენა ჩვენზე, როგორც ევროპისთვის „მწვანე ბატარეაზე”, – იმსხვრევა, – აცხადებს შვედეთის მუნიციპალური ენერგეტიკული კომპანიის Skelleftea Kraft-ის ანალიტიკოსი ანდრე გუსტავსონი.

შვედეთი ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით 52 წლის წინანდელი ზეთის საწვავზე მომუშავე ქარხნის გამოყენებას ფიქრობს, ადგილობრივი კომუნალური საწარმოები კი ზამთრის ცივი დღეების დადგომამდე ენერგიის ეკონომიისკენ მოუწოდებენ.

ბაზრის მოთამაშეთა აზრით, ატომური, ნახშირის და გაზის სადგურების ექსპლოატაციიდან გამოყვანის გამო ელექტროენერგიის ღირებულება მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. უახლოს თვეებში ფასების კვლავ ზრდის შედეგად, შვედეთში, შესაძლოა, ინფლაციამ 3%-ს, 2008 რეკორდს გადააჭარბოს.

ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც წყლის ნაკლებობამ კიდევ უფრო მეტად გაამწვავა, ბუნებრივი აირის უკიდურესი დეფიციტის გამო დაიწყო. რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებამ ევროპაში ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. 1 ოქტომბერს ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 1200 დოლარს გადააჭარბა.

ვლადიმირ პუტინის ბუნებრივი აირზე ფასების ზრდის გამომწვევმა ქმედებებმა ცხადყო, რომ ყველა ის შიში, რომელსაც პოლონელები განიცდიდნენ (გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2″-თან დაკავშირებით), სამწუხაროდ, გამართლდა, – ამბობს ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი პოლონურ TVP INFO-სთან.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბუნებრივ აირზე ფასის ხელოვნური ზრდა „სოციალური შფოთვის ატმოსფეროს შექმნის”.

წყარო: ipress.ge

 

Leave a Reply