რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

2 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულნი იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს.

მათივე ცნობით, კომპანიის პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მთავარი დისპეტჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მორიგე ტექნიკურ ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.

თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Leave a Reply