Tag Archives: #აქცია

მირზა ნოზაძე: ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ მოსასმენად, გაიზიარეს ჩვენი პოზიციები, უშვებენ ჰესის არაშენების ვერსიასაც

ძალიან პოზიტიურია მათი მხრიდან აღიარება, რომ ჰიპოთეტურად განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც, თუ ვერ დასაბუთდება ამ კონკრეტული პროექტის მიზანშეწონილობა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეს შეხვედრა არ იყო შეხვედრისთვის. ისინი იყვნენ ჩამოსული რეალურად მოსასმენად და გაიზიარეს ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით პრინციპულები, ჩვენ გვაქვს მათთვის ახსნილი, თუ რა პირობების შემთხვევაში დავუშვებთ ...

Read More »

“ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავდივართ”

ფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, არსებითი დათმობითი სულისკვეთება იგრძნობდა მათი მხრიდან, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე დააყენეს სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდეგი დიალოგის. „სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა ...

Read More »

მარიტა მუსელიანი: დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი, როცა მოიხსნა მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი წევრის, მარიტა მუსელიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ თუ “ნამახვანჰესის” პროექტი ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, ის არ აშენდება. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოიხსნა აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. “დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი ...

Read More »

“შეხვედრის შემდეგ, ფართომასშტაბიანი პროტესტისკენ მოწოდების აუცილებლობა აღარ დგას”

შეხვედრამ დაგვანახა დათმობილი პოზიცია ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქციული დამოკიდებულება ჩვენს მოთხოვნებზე, ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგომი ნაბიჯების გაჟღერებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ვადებს რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვერ გვეუბნებიან პროგნოზს, მაგრამ ყველას ინტერესია, ყველა აქ წარმოდგენილი დეპუტატის თუ სხვა თანამდებობის პირის ინტერესია, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ჩვენ მივიღოთ პასუხები მათგან, ...

Read More »

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

სოფელ გუმათში მიმდინარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა. „ქართული მარში“ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. ისინი ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ესაუბრებიან. ამასთან, როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღნიშნა, აქციის მონაწილეები დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ მათ აქციის გამართვის საშუალება სოფელ ნამახვანში მისცენ. გოლეთიანის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება. სოფელ გუმათში ამ ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ნამოხვანში შესვლას ითხოვენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილის ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს. ისინი დილით გუმათჰესის მიმდებარედ დაბრუნდნენ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული. “ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისინი დღესაც ეცდებიან სოფელ ნამოხვანში შესვლას. “ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ პოლიცას, გაათავისუფლონ გზა და ნამოხვანში მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება. როგორც გუშინ დავაანონსეთ, თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, მთელი ქვეყნის ...

Read More »

„ნამახვანჰსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან გუმათისკენ გადაადგილებას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე ქუთაისის ცენტრში გაათიეს, სადაც გუშინ აქციაც გამართეს. დღეს დილიდან კი კვლავ გუმათისკენ გეგმავენ გადაადგილებას, სადაც მათი კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. კერძოდ, გაიმართება აქციები რეგიონებში, გადაიკეტება მაგისტრალები. „თუ ჩვენი მცდელობა არ შეფასდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ თავის ქალაქებში, ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას

ქუთაისში, ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დემონსტრანტებს სამომავლო სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დღეს ღამეს ქუჩაში გაათევენ, ხვალიდან კი სოფელ გუმათში დაბრუნდებიან. “დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ, დილის 8 საათიდან გადაავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, არ ექნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისივე თქმით, თუ პიკეტირებაც ...

Read More »

“ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი ნამახვანზე გადის”

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, დღეს ნამახვანჰესზე გადის ქართული ენერგეტიკის განვითარების მომავალი და თუ გაჩერდება ნამახვანჰესის მშენებლობა, საერთოდ არავითარი პერსპექტივა არ ექნება არათუ დიდი და საშუალო ჰესების, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი საქართველოში. ჭარაიას განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტი უკვე იმდენად არასწორ ჭრილში გადაიზარდა, რომ ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის ბიზნესგარემოს. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ...

Read More »

საპატრიარქო ნამახვანჰესის პროტესტზე – დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია

საპატრიარქო ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. “მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის ...

Read More »