Tag Archives: #გაზი

“თბილისი ენერჯი”: ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები იყო

გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ დიღმის მასივში, სადაც დღეს, 15 თებერვალს, დილით აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. კომპანიაში აფეთქების მიზეზებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა პირველადი მოკვლევის შედეგებს ავრცელებენ. “დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან. ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება”, – აცხადებენ კომპანიაში. აფეთქების ხმა დიღმის ...

Read More »
„შაჰ დენიზი 2“-ის პროექტის მიმდინარეობა და საქართველო

საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან 2022 წელს 14%-ით მეტ გაზს მიიღებს

2022 წლის ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსი უცვლელად 2.7 მლრდ კუბურ მეტრზე ნარჩუნდება, თუმცა მასში იაფი შაჰ-დენიზის წილი 14%-ით 1.156 მლრდ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი. რუსეთიდან საქართველო ისევ 200 მლნ კუბური მეტრის შეძენას გეგმავს. უცვლელია და ისევ მიზერულია ადგილობრივი მოპოვებაც – 13 მლნ კუბური მეტრი. შემცირებით კი 1.504 მლრდ-დან 1.358 მლრდ კუბურ მეტრამდე სოკარისგან მოსაწოდებელი გაზი შემცირდა. სოკარისგან საქართველო ძირითადად კომერციულ გაზს ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: ვახუშტის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს, 19:00 საათზე, „თბილისი ენერჯი“ ავარიული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოები დაიწყო. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, მეორე დღის, 15 თებერვლის 8:00 საათამდე. კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.

Read More »

როდის დაამტკიცებს გერმანია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს?

რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებისთვის გერმანიის ფორმალური მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე ადრე ივნისშია მოსალოდნელი. რა მოხდა? 26 იანვარს, „გაზპრომის“ შვილობილმა, სააქციო საზოგადოება “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-მა,  გერმანიის ქალაქ  შვერინში კომპანია „Gas for Europe“ (G4E) დააფუძნა. სწორედ G4E-მ უნდა მართოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში და ქალაქ ლუბმინში განლაგებული მიმღებ-გამანაწილებელი ტერმინალი. „გაზპრომის“ აზრით, ამ ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა

გაზით აფეთქებას გადაურჩა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო, – ამის შესახებ ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა. „114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ. ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

ფოთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდა

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზით მომარაგების პროცესში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო ქ. ფოთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალისტების მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უმოკლეს პერიოდში დაარულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად “სოკარ ჯორჯია გაზი” განახირციელებს.”

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

საქართველოს დერეფანში გაზის ტრანზიტი გაოთხმაგებულია

საქართველოს დერეფანით გაზის ტრანზიტი 4-ჯერ გაიზარდა. BP-ის ინფორმაციით, 2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კუბ. მეტრი გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული გაზია გატარებული. მილსადენის დატვირთვა 2010 წელთან შედარებით, როდესაც, 4.3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, 4-ჯერ გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 59%-ია. BP-ის ანგარიშიდან ირკვევა, ...

Read More »

გერმანიაში გაზის მარაგი “საგანგაშო” დონემდე დაეცა

გერმანიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსეთთან დაძაბულობისა და Nord Stream 2-ის დამტკიცების შეფერხების ფონზე, გაზის მარაგები “საგანგაშო” დონემდე დაეცა. გაზის მარაგი 40%-დან 35-36%-მდე შემცირდა. 2020 წელს მარაგი 80%-მდე იყო. ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 40%-იანი მიწოდება მხოლოდ შვიდდღიანი პოლარული ტემპერატურისთვის არის საკმარისი. გერმანიის გაზის იმპორტის 55%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომ ქვეყანას ზამთრისთვის ...

Read More »

რა ფერის უნდა იყოს გაზის წვისას ალი, რომ CO არ დაგროვდეს

„თბილისი ენერჯის“ Facebook-პოსტის მეშვეობით მოქალაქეებს მიმართავს. „გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას. CO კლავს! გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა“, – აღნიშნულია ტექსტში.    

Read More »

იაპონია ევროპისთვის თხევადი გაზით მომარაგების გაზიარებას დათანხმდა

ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში იაპონია ევროპელებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგების გაზიარებას დათანხმდა. იაპონია მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ტოკიო რამდენიმე ტანკერის, რომელთაგან თითო 70 000 ტონა თხევადი გაზითაა დატვირთული, ევროპისკენ გადამისამართებას დათანხმდა. იაპონიას და ევროკავშირს შორის შუამავლობა ამერიკამ გასწია. „ევროპისთვის დახმარებით ვაშინგტონმა და ტოკიომ აჩვენეს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაკავებლად და საზიარო ღირებულებების დასაცავად მუშაობენ“, – განაცხადა იაპონიაში აშშ-ს ელჩმა რამ ...

Read More »