Tag Archives: #გაზი

აშშ ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მიწოდებას გაზრდის

ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად აშშ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტს გაზრდის. ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ დასავლელმა ლიდერებმა 25 მარტს ბრიუსელში განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებს წელიწადში დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს. ცოტა ხნის წინ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც კატართან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია. რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »

„ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე“

დიდი შვიდეულის ლიდერები გეგმავენ დაპირდნენ დახმარებას ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ თავი დაიღწიონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისაგან. „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“, – ნათქვამია განცხადების პროექტში. G-7 ქვეყნები ასევე გეგმავენ მოუწოდონ სხვა ქვეყნებს, განახორციელონ სანქციები და თავი შეიკავონ რუსეთისთვის მხარდაჭერისგან. „უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ სამხედრო ...

Read More »

ავსტრია: რუსულ გაზში ევროს გადავიხდით, სხვა მოლაპარაკება არ გვაქვს

ევროპაში პირველად გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში შემავალი ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსულ გაზი რუბლებში უნდა იყიდონ. გაზპრომის ავსტრიული პარტნიორი OMV-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი რუსულ გაზში ევროს გადაიხდიან, ვინაიდან მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს. პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმურა გერმანიის საგაზო გაერთიანებაც – მათი თქმით გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. საყურადღებოა, რომ გაზის შესყიდვის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსული გაზის ყიდვა რუბლით იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის წინადადებას, ევროკავშირმა რუსული გაზის საყიდლად რუბლი გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – ...

Read More »

აშშ-ის ყოფილი ელჩი: “უნდა მოხდეს ენერგორესურსების გამოყენება, რუსეთისთვის ფულის გადახდის გარეშე”

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი დასავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, შესყიდული ნავთობის საფასური რუსეთს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გადაუხადონ. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. ”რუსეთმა დემოკრატიულ ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი უნდა გააგრძელოს, მაგრამ ნავთობის მიმღებებმა დეპოზიტებზე უნდა გააჩერონ გახარჯული ენერგომატარებლების საფასური იქამდე, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებს”, – დაწერა დიპლომატმა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, პუტინი გადაწყვეტს – შეაჩერებს თუ არა ნავთობის ...

Read More »

უნგრთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებით სანქციებს, რადგან ეს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებით სანქციებს, რადგან ეს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. „უნგრეთის ბრალი არ არის, რომ ბუნებრივი აირი და ნავთობი რუსეთისგან დიდ როლს თამაშობს უნგრეთის, ცენტრალური ევროპისა და მთელი ევროპის ენერგომომარაგებაში“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Read More »

ევროკავშირის ლიდერები გაზის ერთობლივად შეძენაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მომავალი ზამთრისთვის ბუნებრივი აირის, თხევადი ნატურალური გაზისა და წყალბადის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაზის ფასები რეკორდულ ზრდას განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა გადაწყვიტეს, რაც იმპორტში, დიდი ალბათობით, ახალ მიმწოდებლებს, მათ შორის კატარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოიყვანს. სამიტზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ლიდერები, მომხმარებლებისთვის გაზის ცვალებადი ფასებისგან დასაცავად, ახალ ზომებს შეიმუშავებენ და ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის არ შეუძლია სრულად უარის თქმა

ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო ...

Read More »

ევროპის ლიდერები ენერგორესურსებზე მზარდი ფასის საკითხს განიხილავენ

ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და უნდა ჩაერიოს თუ არა ევროკავშირი ევროპული ეკონომიკისა და მოქალაქეების დასაცავად –  ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვას ბრიუსელში დიდი დრო დაეთმობა. საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს არც არის გასაკვირი. ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი რამდენიმე ევროპულ ქალაქში ჩავიდა. იგი ცდილობდა, ადგილობრივი მთავრობებისთვის შეეთავაზებინა წინადადება, რომელიც ფასების ლიმიტის დაწესებასა და ელექტროენერგიის ფასების გაზის მზარდი ფასებისგან გამიჯვნას ეხებოდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ...

Read More »

ნიდერლანდების პრემიერი: ევროკავშირის ქვეყნები კვლავ დიდწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე და მოკლე დროში მასზე უარს ვერ იტყვიან

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავ დიდწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე და მოკლე დროში მასზე უარს ვერ იტყვიან. „ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე. რაც შეეხება გაზს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულია“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. მარკ რუტეს თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიშოროს ეს დამოკიდებულება და რაც შეიძლება სწრაფად ...

Read More »