Tag Archives: #გაზი

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ზაფხულამდე გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას გაანახევრებს

გერმანიის ხელისუფლება ზაფხულისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას ორჯერ შეამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ მემორანდუმზე დაყრდნობით წერს. უახლოეს 2 თვეში გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას 25%-ით შეამცირებს, ხოლო ზაფხულისთვის შესყიდვები განახევრდება. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ  – “წლის ბოლოსთვის ჩვენ შევეცდებით პრაქტიკულად სრულად დამოუკიდებლები ვიყოთ რუსული ნავთობისგან”. გარდა ამისა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანია სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ...

Read More »

რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად აშშ და ევროკავშირი სამუშაო ჯგუფს შექმნიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დელ ლაიენი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას აანონსებენ ევროპის რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით. პანელი, რომელსაც თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები უძღვებიან, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას. თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების ევროპის მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

მედვედევი: მსოფლიო “ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს”

ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს, საკითხავია, რა პერსპექტივაში, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, “რია ნოვოსტი”- სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთი უკვე ფიქრობს მიწოდების დივერსიფიკაციაზე და აზიის ბაზრებს უყურებს. „დღევანდელ პირობებში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ აზიის ბაზრებს და ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ მიწოდების დივერსიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები ...

Read More »

Naftogaz-მა დათვალა, რამდენი ქვეყანა ამბობს უარს რუსულ გაზსა და ნავთობზე

უკრაინული კომპანიის Нафтогаз України ინფორმაციით, უკვე ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ან ნაწილობრივ თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანამ უკვე აკრძალა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი. კანადა ქვეყნიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა დიდი ბრიტანეთი განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს გერმანია 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობზე ბულგარეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ...

Read More »

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის ენერგორესურსებთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ რაც შეიძლება სწრაფად

დღეს ენერგოდამოკიდებულებაზე უნდა ვიმსჯელოთ და ფინეთი უჭერს მხარს ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილ ყველა გზას, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. „ამ ეტაპზე მთავარია არ დავკეტოთ არცერთი კარი და თან საკითხს ძალიან ფრთხილად მივუდგეთ, რა ელემენტს როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ველოდებით კომისიას, რომელიც წარმოადგენს წინადადებებს. ფინეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ეს კავშირი რუსეთთან უნდა ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

პოლონეთი და სლოვენია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდაინ

პოლონური ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG (Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo) აცხადებს, რომ ისინი ვერ ხედავენ ბუნებრივი აირის საფასურის მხოლოდ რუსული რუბლით გადახდის შესაძლებლობას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მოითხოვა. ამის შესახებ 24 მარტს პრესკონფერენციაზე PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ განაცხადა. “ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. იამალის კონტრაქტი, რომლის დეტალებს ვერ ვამხელ, ითვალისწინებს ფასის დარეგულირების გზას”, – განაცხადა მან. ამავდროულად, ...

Read More »

შოლცი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადოს. politico-ს ცნობით, შოლცი ამტკიცებს, რომ გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა გადახდას ევროში ან აშშ დოლარში ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, პუტინმა დასავლეთის სანქციების საპირისპიროდ განაცხადა, რომ ე.წ. არამეგობრულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსული გაზის იმპორტის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. politico-ს შეფასებით, პუტინს ეს ...

Read More »
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

ერდოღანი: ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ – ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. „ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთისგან ვყიდულობთ. ამასთანავე, რუსეთთან ერთად ატომურ ელექტროსადგურს ვაშენებთ. ამ საკითხს განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სენსიტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას“, ...

Read More »

ჯო ბაიდენი – რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით

რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი შევწყვიტეთ, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისთვის და მანიპულირებისთვის, საომარი მანქანის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, რომ ცხადად ...

Read More »

დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა. მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზისთვის გადახდა რუბლებში მოითხოვოს, რადგან ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება. „ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი სანქციების გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ...

Read More »