უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. რუსული პროექტებიდან „შელი“ ეტაპობრივად გავა. პირველი ნაბიჯით კი, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის, რის გამოც „შელი“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა. ...
Read More »