Tag Archives: #აირი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მოსკოვში მიდის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა. სიარტოს თქმით, მან რუსეთისგან გარანტია უნდა მიიღოს, რომ უნგრეთს ენერგორესურსების მიღებაში პრობლემები არ შეექმნება. „ამ კვირაში მოსკოვში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ წავალ, მათ შორის ვისაუბრებ მშვიდობის მნიშვნელობაზე, რათა ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ უნგრეთს არ ექნება პრობლემები ...

Read More »

“თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს”

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაშიგანაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და $1500-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 489 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ – წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის, – ამის შესახებ გამოცემა spectator.co.uk წერს.  სტატიის თანახმად, ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები ...

Read More »

„ზამთარი იქნება მძიმე, მაგრამ არა კატასტროფული“ – მოსალოდნელია თუ არა გაზისა და დენის ტარიფის ცვლილება საქართველოში?

მძიმე ზამთრის მოლოდინში ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ. ამის მიზეზი კი ის ენერგეტიკული ომია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს ზამთარი იქნება მძიმე ევროპისთვის, მაგრამ არა კატასტროფული. „ევროპა გამოვა ამ სიტუაციიდან. ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე უნდა წავიდნენ. საფრანგეთმა უკვე დაიწყო ატომური სადგურების ამუშავება. ასევე თავისი ატომური სადგურების ამუშავებას იწყებს გერმანიაც. იმ ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებს

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ტრანსანატოლიური მილსადენით (TANAP) გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. სტამბოლში, აზერბაიჯანი-თურქეთის მეორე ენერგეტიკულ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დონმეზმა აღნიშნა, რომ TANAP-ით გაზის მიწოდება გაიზრდება არსებული 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. თურქეთს შეეძლება, გამოიყენოს სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობების ნაწილი, განაცხადა თურქმა მინისტრმა. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ ...

Read More »

„ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გგს-ებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში „ქუთაისი 1“-ის გგს-ში 2 D300მმ, ხოლო წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში 1 ამორტიზებული ონკანი შეცვალა ახლით. ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ამ ეტაპზე მოხსნილია. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

უნგრეთი “გაზპრომთან” გაზის გადასახადის გადავადებაზე შეთანხმდა

უნგრეთი რუსულ “გაზპრომთან” გათბობის სეზონზე დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს გაზის გადასახადის გადადებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg 4 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორშაბათს, 3 ოქტომბერს, უნგრეთმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” გადახდების სამი წლით გადადებას მიაღწია, რაც მას ექვსი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა. გარიგების პირობები არ გახმაურებულა. Bloomberg-ის ორი წყაროს ცნობით, პირველ წელს უნგრეთი გადაიხდის თანხის 20%-ს, რომლის ვადაც გრძელდება, ხოლო 40%-ს მომდევნო ორი ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა. კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება დიღომში მცხოვრებ 65 აბონენტს, მათ მიწოდება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე შეუწყდათ და 5 სექტემბრის 18:00-ზე აღუდგებათ. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის მოსახლეობის ნაწილსაც. 95 აბონენტთან ბუნებრივი აირი 4 სექტემბერს 20:55 საათზე წავიდა, 5 სექტემბრის 14:00 საათზე კი, კომპანიის ცნობით, მიწოდება აღდგება.

Read More »

აზერბაიჯანიდან ტრანზიტის შემდეგ ბულგარეთში გაზზე საბითუმო ფასი, მესამედით შემცირდა

საბერძნეთთან (IGB) ინტერკონექტორის გაშვების გამო, ბულგარეთში გაზის საბითუმო ფასი ერთბაშად 34%-ით დაეცა. იუწყებაTrend სამშაბათს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიაზე (EWRC) დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა დაამტკიცა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი ოქტომბრისთვის 233,36 BGN (116,93 აშშ დოლარი/119,31 აშშ დოლარი/ევრო 119,31) მეგავატ საათზე, რაც წინა თვესთან შედარებით 34% ნაკლებია. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის შაჰდენიზ-2-ის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი ...

Read More »