თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა. კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება დიღომში მცხოვრებ 65 აბონენტს, მათ მიწოდება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე შეუწყდათ და 5 სექტემბრის 18:00-ზე აღუდგებათ.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის მოსახლეობის ნაწილსაც. 95 აბონენტთან ბუნებრივი აირი 4 სექტემბერს 20:55 საათზე წავიდა, 5 სექტემბრის 14:00 საათზე კი, კომპანიის ცნობით, მიწოდება აღდგება.

Leave a Reply