Tag Archives: #რუსეთი

ყაზახეთი ნავთობის მოპოვებას წლიურად 100 მლნ ტონამდე გაზრდის

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში კვლავ მიაჩნიათ, რომ მათ რესპუბლიკაში ნავთობის მოპოვება პერსპექტივაში გადააჭარბებს 100 მლნ ტონას წელიწადში. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასხატ ჰასენოვმა განაცხადა. „ჩვენ მოვიპოვებთ წლიურად 85-87 მლნ ტონა ნავთობს. გეგმის მიხედვით პიკურ პერიოდში ვაპირებთ ეს მაჩვენებელი გავზარდოთ 100 მლნ ტონამდე. ქვყანაში ნავთობის მარაგები 4 მლრდ ტონას შეადგენს, ხოლო გაზის 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს“, – განაცხადა მან. 2021 ...

Read More »

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზლოტან კოვაჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტი ევროპარლამენტში წარადგინა. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს პაკეტი მოიცავს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების ეტაპობრივ გეგმას, რაც ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვებას უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. კერძოდ, ამ ორ ქვეყანას სანქციების შესრულება 2023 წლამდე არ ...

Read More »

ჩინელი მწარმოებლები რუსული ნავთობის ყიდვას დიდი ფასდაკლებით იწყებენ

ჩინეთის დამოუკიდებელი გადამამუშავებელი მწარმოებლები რუსულ ნავთობს დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ, რადგან დასავლეთის ქვეყნები აჩერებენ საკუთარ შესყიდვებს უკრაინაში ომის გამო. შანდონგში დაფუძნებული დამოუკიდებელი გადამამუშავებელი ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მას საჯაროდ არ განუცხადებია ინფორმაცია რუსეთის ნავთობის მომწოდებლებთან გარიგების შესახებ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს კონტროლი და არ დაზარალდეს აშშ-ს სანქციებით. ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ გადამამუშავებელმა ქარხანამ აიღო რუსული ნედლი ნავთობის ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: კომპანიებს საწვავზე გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის. განცხადება ამის შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ -„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ გააკეთა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება. მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც. „ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ...

Read More »

მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ, ევროკავშირი რუსულ ნავთობს მესამე ქვეყნების დახმარებით შეიძენს – ვლადიმერ ჯაბაროვი

„საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივა, რომ ევროპის ქვეყნები რუსულ ნავთობს მესამე ქვეყნების მეშვეობით და უფრო მაღალ ფასად შეიძენენ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა. „მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ. ამბობენ, რომ ჩვენგან ნავთობს არ იყიდიან, კარგით, ნუ იყიდით. მას მაინც იყიდით, მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით. ჩვენი ნავთობი იგივე იქნება, მხოლოდ უფრო ძვირი“, – აცხადებს რუსი ...

Read More »

სლოვაკეთი და უნგრეთი, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სლოვაკეთი და უნგრეთი 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ რუსული ნავთობის შესყიდვას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „როიტერი“ წერს, რომ გამონაკლისი დაშვებულია, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი არის რუსეთის ნავთობის მთავარი კლიენტი, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 3.5 მილიონ ბარელ ნედლ და რაფინირებულ პროდუქტს ყიდულობს. გასულ წელს ბლოკმა 73 მილიარდ ევროზე მეტი ...

Read More »

მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარია

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის. დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.  

Read More »

საქართველოს რკინიგზა თბილისში “გაზპრომის” წარწერიან ვაგონებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა თბილისში “გაზპრომის” წარწერიან ვაგონებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს. ტექსტში ნათქვამია, რომ ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. “საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია მთავარზე გასულ გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას ეხმაურება. კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ბულგარეთი ბუნებრივი აირის მიწოდების რეგიონული ცენტრი ხდება

ბალკანეთისა და იტალიისთვის გაზის დამატებითი შესყიდვის უზრუნველსაყოფად და გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გამოყენების გასაკონტროლებლად, ბულგარეთში რეგიონული ცენტრი გაიხსნება. გეგმის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ბულგარეთმა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო, ევროკომისიის ძლიერი მხარდაჭერა მიიღო. ვასილევის განცხადებით, ბულგარეთს ევროპის სხვა ქვეყნებისთვის 17-20 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის ნავთობემბარგოს მხარს დავუჭერთ

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ლეონორა გებესლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს მხარს დაუჭრს. ამის შესახებ, მან ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, წერს Kurier. „ავსტრია მზადაა მხარი დაუჭიროს ნავთობემბარგოს, თუ ევროკომისია და ევროკავშირის წევრები ამას გადაწყვეტენ“, – განაცახადა გებესლერმა. მან ასევე თქვა, რომ ავსტრიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის გადამუშავებაზე, თუმცა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში სხვანაირი ვითარებაა. „ძირითადი მოთხოვნაა, ...

Read More »