Tag Archives: #უკრაინა

შმიგალი: უკრაინას ზამთრის სტაბილურად გადასატანად საკმარისი გაზი აქვს

უკრაინის ქალაქების უმრავლესობაში გათბობა ჩართულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ფეისბუქზე 23 ოქტომბერს განაცხადა. “უკრაინაში, დაბომბვების მიუხედავად, გათბობის სეზონი დაიწყო. უმეტეს ქალაქებში გათბობა უკვე ჩართულია. ახლა გაზსაცავებში დაახლოებით 14.2 მილიარდი მ³ გაზი გვაქვს და ეს აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის სტაბილურად გადასატანად.” – დაწერა პრემიერმა. ორი დღით ადრე, 21 ოქტომბერს, უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გაზსაცავებში ...

Read More »

რუსეთის მტკიცებით, უკრაინელებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, სადგურს 19-დან 3 რაკეტა მოხვდა. მარიონეტული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ობიექტს კრიტიკული ზიანი არ მიადგა და სადგური მუშაობას განაგრძობს. აქამდე, გასულ დღეებში უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ...

Read More »

მილიონ უკრაინელზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, რუსების მიერ სამოქალაქო ინფრასტრიქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, დაახლოებით, ერთ მილიონ უკრაინელზე მეტს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშე კიევის ზოგიერთი ნაწილიც დარჩა, და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აღდგენას “რამდენიმე დღე ან კვირა” დაჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის კიდე ერთი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კრემლის მცდელობას ლტოლვილთა კიდევ ერთი ტალღის შექმნა წარმოადგენს, რომელბიც ევროპისკენ გაეშურებიან. თავის მხრივ, კრემლში ...

Read More »

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. “[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხალხს” – წერს ტელეგრამით ანდრი იერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ...

Read More »

„უკრენერგო“ – ბოლო დღეებში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბრის ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს

უკრაინული კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში განმავლობაში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს. როგორც „ბიბისი“ წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე ამჯერად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ობიექტები იყო. არსებული ვითარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რეგიონში შეიზღუდა, მათ შორის კიევში და კიევის ოლქში, ასევე ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის, დნეპროტეროვსკის, ზაპოროჟეს, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში. რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ყირიმის ხიდის აფეთქების ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებს უტოლდება-Amnesty International

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ჯარების თავდასხმები ომის დანაშაულს წარმოადგენს, განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა მარი სტრუთერსმა. “აშკარაა, თუ რა სტრატეგია იმალება რუსეთის ახალი ომის ტაქტიკის უკან – უკრაინის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმით, რუსული არმია აშკარად აპირებს სამრეწველო ობიექტების აფეთქებას, აფერხებს ტრანსპორტის მუშაობას, ცდილობს დათესოს შიში და სასოწარკვეთა და ზამთრის სიცივის მოახლოებასთან ...

Read More »

დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება

რუსული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება.  Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელეარხ 24-ს განუცხადა. მისი თქმით, NSDC განიხილავს რუსების ასეთი ნაბიჯის ვარიანტებს. „ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება”, – განაცხადა დანილოვმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის წყლით მომარაგება უახლოეს ...

Read More »

უკრაინაში რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადება. რამდენიმე დასახლებული პუნქტი ახლა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა იძულებულია, შეშა დაზიანებული შენობების ნანგრევებში მოიძიოს. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები შეძლებისდაგვარად  ცდილობენ, მოსახლეობას შეშის ღუმელები დაურიგონ. უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობა რთული ზამთრისთვის ემზადება. მოხალისე იურა სოკოროვს ქალაქ ბახმუტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი ჩააქვს. ეს ექვსი შეშის ღუმელია, რომლებსაც მიწისქვეშა თავშესაფრებში გამოიყენებენ. ქალაქი რუსული ძალების მიერ უკვე ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. მათ ასევე შეუძლიათ, მოამზადონ თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმ იმედით, რომ კაშხლის ჯებირების რღვევა დაფარავს მათ უკან დახევას.  ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ასეთ დასკვნებს მათვე ანგარიში შეიცავს.

Read More »