უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებს უტოლდება-Amnesty International

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ჯარების თავდასხმები ომის დანაშაულს წარმოადგენს, განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა მარი სტრუთერსმა.

“აშკარაა, თუ რა სტრატეგია იმალება რუსეთის ახალი ომის ტაქტიკის უკან – უკრაინის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმით, რუსული არმია აშკარად აპირებს სამრეწველო ობიექტების აფეთქებას, აფერხებს ტრანსპორტის მუშაობას, ცდილობს დათესოს შიში და სასოწარკვეთა და ზამთრის სიცივის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სითბოს, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვოს. რადგან რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მცდელობებს ზრდის, საერთაშორისო თანამეგობრობამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაგმოს ეს საზიზღარი თავდასხმები”, – განაცხადა მარი სტრუთერსმა.

20 ოქტომბერს უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში რუსეთის თავდასხმებმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების დაახლოებით 40%. ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვა მოხდა დარჩენილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply