Tag Archives: #უკრაინა

“ენგურჰესი” – ხიდი აფხაზეთთან

ენერგო რესურსები, ობიექტები და ზოგადად ენერგეტიკა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმრავლესობების მიზეზს ან მიზანს, ან სულაც საშუალებას წარმოადგენენ. ძალიან ხშირად კი – სამივეს ერთად. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, ენერგეტიკა ჩვეულებრივ მეთოდებთან ერთად, ინსტრუმენტალიზებულია და მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენება. რუსეთის უკრაინაში შეჭრით, კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ენერგეტიკული რესურსებისა და ობიექტების იარაღად გამოყენების პრაქტიკისა. სამწუხაროდ, აგრესორი ენერგეტიკული შანტაჟის ყველა ...

Read More »

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, რუსეთი წააგებს ენერგეტიკულ ბრძოლას, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს. „უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 65%, ხოლო რუსული ნავთობის ექსპორტის 55% ევროპაზე მოდიოდა. ევროპა იყო ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე დიდი მყიდველი რუსეთისთვის და რუსეთმა ის სამუდამოდ დაკარგა“, – განუცხადა ბიროლმა Euronews-ს.

Read More »

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, ენერგოდარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგოდარის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. „დილა ოკუპანტებმა დაიწყეს პროვოკაციებით. რუსების იერიშების გამო ქალაქის ნაწილიელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – წერს დიმიტრი ორლოვი ტელეგრამში. მერის ინფორმაციით, სპეციალური სამსხურები ენერგოინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებასა და ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ.

Read More »

რუსეთი: ბრიტანეთი ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა. აქამდე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება იმაზე, თუ ვინ იდგა ჩრდილოეთის ნაკადების გაზსადენების დაზიანების უკან, არ გაუვრცელებია. ასევე, რუსეთის მტკიცებით, 29 ოქტომბერს შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევის მომზადებაში მონაწილე უკრაინის 73-ე საზღვაო ოპერაციების სპეციალური ცენტრის სამხედრო მსახურების წვრთნა ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის დაზვერვის ცნობით, ორივე შემთხვევაში ...

Read More »

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რამდენიმე რაიონში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია

რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდება შეზღუდულია. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსა და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსეი კულებაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. მათი ნაწილი დედაქალაქის შემოგარენიდან ისმოდა. მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ასევე ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებშიც. უკრაინული მედიის ...

Read More »

კლიჩკო: დედაქალაქს ელექტროენერგია რეგულარულად სავარაუდოდ, 2-3 კვირაში მიეწოდება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევს ელექტროენერგიის დეფიციტი (20-დან 50%-მდე) ემუქრება. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ნორმალურად მიწოდება შესაძლოა, მალე აღდგეს, თუმცა იმ პირობით, რომ რუსეთი არ გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშს. კლიჩკოს თქმით, კიევმა მიიღო საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა, რაც აჩენს იმედს, რომ კამიკაძე-დრონებით თავდასხმები აღარ იქნება. რუსეთის ძალების იერიშის შემდეგ, მათ შორის დედაქალაქზე, ელექტროსადგურების 30% დაზიანდა, რის გამოც უკრაინას ...

Read More »

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. „ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს დმიტრი მედვედევი. მედვედევის თქმით, უკრაინის მიერ ...

Read More »

ირანული წარმოების დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა

რუსეთის დაბომბვის მიუხედავად, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრებ უკრაინელთა უმეტესობას წასვლა არ სურს. ბახმუტის მოსახლეობასაც საკუთარ ტერიტორიაზე დარჩენა ურჩევნია. რუსი სამხედროების მუდმივი შეტევის ფონზე, უკრაინელი სამხედროები ხერსონს კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან. მოსკოვი კი საარტილერიო და დრონებით შეტევას აძლიერებს. „ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი ცის დამცველებმა ურჩ მტერს ქვეყნის შიგნით შეღწევაში ხელი  შეუშალეს და ჩამოყარეს 23 ირანული წარმოების ...

Read More »

უკრაინამ ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი პირველად განახორციელა

უკრაინაში ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ ინფორმაციაზედაყრდნობით წერს. უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანიამ, ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგომიმწოდებელმა, სატესტო რეჟიმში სლოვაკეთიდან 1 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია შეიტანა. „ევროპიდან უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტის ტექნიკური შესაძლებლობა, კიდევ ერთი ინსტრუმენტია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში. 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელა უკრაინის ელექტროსადგურებზე, რამაც დააზიანა ქვეყნის ელექტროსადგურების 30%.

Read More »

უკრაინა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვებას განაახლებს

უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვება განახლდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. „უკრგაზდობიჩას“ ინფორმაციით, ამის შედეგად ქვეყანა დღე-ღამეში 500 ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ობიექტთა ნაწილზე გაზის მოპოვება უკვე განახლდა, სხვებზე კი ის განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. „სამხედროების დახმარებით იმ საბადოების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საბრძოლო მოქმედებების ზონაში მდებარეობს, მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ ჭაბურღილებზე, ინფრასტრუქტურის ...

Read More »