Tag Archives: #ენერგოსექტორი

დავით მირცხულავა: ჩვენს ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო

ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია ყველამ მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც მირცხულავა აღნიშნავს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. „ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების ...

Read More »

ნათია თურნავა და ლევან დავითაშილი ხვალ პარლამენტში მიდიან – თემა “ნამახვანჰესია”

ხვალ, პარლამენტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. საქმე ეხება საქართველოს 10 135 მოქალაქის მიერ პარლამენტში წარდგენილ პეტიციას „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“. აღსანიშნავია, რომ პეტიციის ავტორები “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვდნენ, თუმცა დოკუმენტი 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტმა” ხელშეკრულება მოიპოვა და გამოაქვეყნა. ეკონომიკური პროფილის მინისტრებს დარგობრივი ...

Read More »

ნამახვანჰესის სამუშაოები შეჩერებულია, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები იწყება

რიონის ხეობაში კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩერა. სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის  5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. „რიონის ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. ხვალ საკომიტეტო მოსმენაა პარლამენტში, ასევე, პარასკევს ქუთაისში იქნება სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორია. 8 მარტის მონაცემებით ისევ ძალაშია 14 მარტს ...

Read More »

Aston Martin ელექტრო მანქანას გაერთიანებულ სამეფოში შექმნის

Aston Martin თავის ახალი ელექტრო მაქანის შექმნას 2025 წლიდან დიდ ბრიტანეთში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის უმსხვილესმა აქციონერმა Financial Times-ს განუცხადა. ლოურენს სტროლის თქმით, კომპანია  ელექტრო სპორტულ მანქანას და ფურგონს ინგლისისა და უელსის ქარხნებში დაამზადებს. ფირმას, შესაძლოა, ბატარეები Mercedes-Benz-მა მიაწოდოს, თუმცა ბრიტანული ბრენდი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კომპანიის დაპირება, მანქანების გაერთიანებულ სამეფოში აწყობის შესახებ Brexit– ით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შემდეგ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, ...

Read More »

ნათია თურნავა – ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა

ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა „ნამახვანი ჰესთან“ დაკავსირებით მოსახლეობის კითხვებს უპასუხა, მათ შორის რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა სახელმწიფო. „წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის“ შემთხვევაში თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა. ჩიქოვანმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ელექტრო ენერგიის იმპორტ დამოკიდებულების ზრდაზე და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველო ვერ ახერხებს საკუთარი ენერგეტიკული რესურსის ათვისებას და მეზობელ სახელმწიფოებზე უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდება. „ჩვენი ელექტრო სადგურებით დაახლოებით 12 მილიარდ კილოვატ საათს ...

Read More »

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რომ მომავალში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში

„საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, არის დაახლოებით 4 500 მეგავატი, რომლის დაახლოებით 70% ანუ 3 100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში – ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში“, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

როგორ გაზრდის „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას

„ნამახვანჰესის“ მშნებლობის პროტესტთან დაკავშირებით პირველი დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასა და მთავრობის წევრებს შორის წარმატებით შედგა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ძირითად კითხვებზე პასუხები მიიღეს და მომდევნო შეხვედრების მოლოდინში არიან. ინვესტორი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰესი უსაფრთხოა და ყველა შესაბამისი დასკვნა კომპეტენტურმა კომპანიებმა და მკვლევარებმა მოამზადეს. კომპანია „ენკას“ ენდობა მრავალი ქვეყანა – მრავალწლიანი გამოცდილებისა და პრაქტიკის გამო. ამასთან, წყალსაცავი რომელიც „ნამახვანჰესზე“ შენდება, „ენგურჰესის“ ...

Read More »

ნათია თურნავა: მოვთხოვთ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე. „ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის 4 მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.74  (+  2.67) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63,83 (+ 2.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »