ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

როგორ გაზრდის „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას

„ნამახვანჰესის“ მშნებლობის პროტესტთან დაკავშირებით პირველი დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასა და მთავრობის წევრებს შორის წარმატებით შედგა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ძირითად კითხვებზე პასუხები მიიღეს და მომდევნო შეხვედრების მოლოდინში არიან.

ინვესტორი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰესი უსაფრთხოა და ყველა შესაბამისი დასკვნა კომპეტენტურმა კომპანიებმა და მკვლევარებმა მოამზადეს. კომპანია „ენკას“ ენდობა მრავალი ქვეყანა – მრავალწლიანი გამოცდილებისა და პრაქტიკის გამო.

ამასთან, წყალსაცავი რომელიც „ნამახვანჰესზე“ შენდება, „ენგურჰესის“ წყალსაცავზე 6-ჯერ მცირეა, აქ დაგროვებული წყლის რესურსის საშუალებით შესაძლებელია ქვეყნის საერთო მოხმარების ელექტროენერგიის 10-11%-ის წარმოება. ექსპერტების შეფასებით, „ნამახვანჰესი“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რადგან აქ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება საქართველოს ზამთარში – მაშინ, როცა ქვეყანას მისი წარმოება უჭირს.

Leave a Reply