Tag Archives: #აირი

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 90%-ზე მეტით შეავსო

გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაჩერების მიუხედავად, გერმანიამ გაზსაცავები 90%-ით შეავსო. ამის შესახებ Deutschlandfunk-ი ევროპის საცავების ოპერატორებზე დაყრდნობით წერს. გერმანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, 1-ელი ნოემბრისთვის საცავები, სულ მცირე, 95%-მდე უნდა გაივსოს. აღნიშნული მოცულობები იანვარ-თებერვლის სტანდარტული მოხმარების მოცულობას შეესაბამება. სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ – რაც რუსულმა “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკადი” მთლიანად გააჩერა, გერმანია გაზს ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იღებს. როგორც ცნობილია, ბერლინი გაზის მიწოდებასთან ...

Read More »

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას აქვეყნებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას აქვეყნებს: შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 სექტემბრის 02:00დან 07:00 საათამდე შესაძლოა აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესი შეფერხდეს. აღნიშნულ პერიოდში, ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, შეეზღუდოს ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს. ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი. მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს. „ჩვენი მთლიანი ...

Read More »

ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას. ამასთან, რუსული ...

Read More »

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი – გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპაში უნდა ჩაეტანა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი სერტიფიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ...

Read More »

აშშ ევროკავშირისთვის გათხევადებული გაზის მიწოდებას ზრდის

აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს. „ გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ – განაცხადა ...

Read More »

ევროკავშირმა გაზის საცავები 84%-ით შეავსო

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის საცავები უკვე 84%-ით არის სავსე. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა. “რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება გაცილებით ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება მთელ ევროპაში. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ შენახვაზე. ახლა 84%-ზე ვართ, ჩვენი მიზნის შესრულებას ვახერხებთ,” – თქვა მან. მაგრამ, მისი თქმით, “სამწუხაროდ, ეს საკმარისი ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანული ენერგოკომპანია გაზპრომის წინააღმდეგ მილიარდებიან სარჩელს ამზადებს

გერმანული ენერგეტიკული კომპანია Uniper გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. სააგენტო Reuters წერს, რომ საუბარია მილიარდობით ევროზე. გაზპრომის ქმედებებმა Uniper რეკორდულ ზარალზე გაიყვანა, ვინაიდან მას გაზის შეძენა გაცილებით მაღალ ფასში მოუწია. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 12,4 მლრდ ევრო დაკარგა, რის გამოც იძულებული გახდა, დახმარების მისაღებად გერმანიის მთავრობისთვის მიემართა. თავდაპირველად კომპანიამ განვითარების ბანკისგან (KfW) 9 ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მა უკრაინას შესაძლოა 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყოს გაზის შესაძენად

„აშშ Eximbank-მა შესაძლოა 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყოს უკრაინას გაზის შესაძენად“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს ხაზინის მდივან, ჯანეტ იელენთან საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გათბობის სეზონის საკითხები, ასევე გაზის შესყიდვაში ამერიკელი პარტნიორების დახმარება. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანშის გამოყოფაზე 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გაზის შესაძენად აშშ-ის Eximbank-ისგან“, – განაცხადა შმიჰალმა. წყარო: bfm.ge

Read More »

თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ბუნებრივი აირის სუბსიდირების მოცულობამ 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია. მთავრობის მხრიდან სუბსიდირების მიზანი ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებისგან მოსახლეობის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა გლობალურად არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი 25-30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ენერგიის ფასების მსგავსი ზრდა არ ახსოვს. ეს ფაქტი კი საყურადღებოა, იმისდა ...

Read More »