ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი.

მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს.

„ჩვენი მთლიანი მოხმარება არის 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრს ვაწარმოებდით, ახლა კი წარმოება დავიწყეთ შავ ზღვაში, რითაც ამ მოცულობას კიდევ 1 მილიარდი კუბური მეტრი ემატება. ჯერ კიდევ გვჭირდება 2 მილიარდი კუბური მეტრის შემოტანა, ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, ჩვენთვის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ ქვეყნის ხელისუფლებასთან. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როცა დასრულდება, შედეგებს გამოვაცხადებთ, “- განმარტა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ .

Leave a Reply