Tag Archives: #ენერგოსექტორი

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია: ენერგეტიკის რეფორმის ეტაპობრივი დანერგვა დარგის განვითარებას მხოლოდ წაადგება

ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ენერგეტიკული გარემო გახადოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ხელი შეუწყოს სექტორში საჭირო კაპიტალის მოზიდვას. ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, ბაზრის ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება და ქვეყანაში მოხდება ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებელია, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმი დაფუძნებული იყოს გამჭირვალე, სამართლიან და საბაზრო პრინციპებზე, – ნათქვამია საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის განცხადებაში, ...

Read More »
გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

საქართველოში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული

მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება. კომპანია Helios Energy Georgia-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული. შედარებისთვის 2020 წლის დეკემბერში რაოდენობა დაახლოებით 2 485-ს შეადგენდა. ელექტრომობილების რაოდენობის საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის მოლოდინი აქვს საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს. მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში კომპანია აღნიშნავდა იმ 4 ძირითად ბარიერზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას, მათ შორის იყო მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე 2020 წელს მთლიანად

ელექტროენერგიის იმპორტმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.697 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118%-ით, მთელი 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს კი 5.4%-ით აღემატება. ამ მოცულობის ელექტროენერგია საქართველოს არცერთ  ცალკე აღებულ წელს არ უყიდა. იმპორტის მკვეთრი მატება ერთის მხრივ ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ 3 თვით გაჩერებამ და მეორეს მხრივ აფხაზეთში გაზრდილმა კრიპტომაინინგმა განაპირობა. 20 იანვარს ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ გაჩერდა. გაჩერების დრო სპეციალურად მცირე ...

Read More »

ბიტკოინმწარმოებელი კომპანიების მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა იანვარ-აპრილში 70,73%-ით გაიზარდა

ესკო 2021 წლის აპრილის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ○ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 1 085,064 მლნ კვტსთ შეადგინა. ○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად მოდის 825,464 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 76,08%. ○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან ...

Read More »

,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, სხვა ქვენყნებში წლები მუშაობდენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად”

ენერგეტიკის რეფორმა გააადვილებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას, როცა გაჩნდება კონკურენცია, საბოლოოდ, ამან ფასებიც უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ორგანიზაციის – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა ენერგეტიკის რეფორმის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟაც და ენერგეტიკის რეფორმაც პროცესია, რომელსაც დაკვირვება და სიფრთხილით მოქმედება სჭირდება. ,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, თუ სიფრთხილით წავლენ, კარგი იქნება, სხვა ქვენყნებში წლები მუშაბოენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად. ...

Read More »

აზერბაიჯანმა ნარჩენების 25% ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა

2020 წელს აზერბაიჯანში ნარჩენების ჯამურმა რაოდენობამ 3486.5 ათასი ტონა შეადგინა და ნარჩენების მეოთხედი, 25%, ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით,  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აზერბაიჯანმა 200.6 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგია აწარმოა. 2020 წელს ქვეყანაში წარმოქმნილის 3486.5 ათასი ტონა ნარჩენების 2019 წლის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება. აზერბაიჯანში შარშან წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების  67.4% მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყო, ხოლო 32.6% საწარმოთა საქმიანობების შედეგად იქნა მიღებული. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების 74.5%, ანუ 2350.0 ათასი ...

Read More »

ამერიკული მზე | დინ სოლონი

დინ სოლონმა მზის ენერგიის ბიზნესში მრავალმილიარდიანი ქონება იმით შექმნა, რომ საჭირო აღჭურვილობიდან სწორედ იმას აწარმოებდა, რისი წარმოებაც ჩინეთში იაფად შეიძლება. მისი საიდუმლო: მაღალი ფასები უკეთესი ხარისხისათვის. საჭიპორტლენდში (ტენესი), Shoals Technologies-ის 100,000 კვადრატული ფუტის ქარხანაში დინ სოლონის სწრაფვა სიმარტივისკენ ფერებით კოდირებული, Sesame Street-ით შთაგონებული პერანგებით იწყება, რომელიც პერსონალს აცვია. „SunPower-ის ლოგო ყვითელი იყო, ასე რომ, ესაა Big Bird-ი. First Solar-ი წითელი ...

Read More »

ირინა მილორავა: „ენერგეტიკული ბირჟის მუშაობა სატესტო რეჟიმშია და პროცესი 6 თვით გახანგრძლივდა”

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო. უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელზე საუბარიც ბოლო 1 წელია აქტიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მინიმუმ 6 თვით გადავადდება. „რეალურად, რეფორმის დროულად განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი პანდემიამ. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ბირჟის გადადებაზე საუბარი, როდესაც პანდემია პიკში იყო და გამოცხადდა ლოქდაუნი“, – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა  დირექტორმა ირინა მილორავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი ...

Read More »
ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

2021 წლის იანვარ-აპრილში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 16,2%-ით შემცირდა

ესკოს ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, აპრილში ქართლის ქარის სადგურმა 6,859 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 18,5%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით და მცირედით მეტია 2017-2021 წლების აპრილის თვეებს შორის რეკორდულად დაბალ, 2019 წლის აპრილის მაჩვენებელზე ○ 2017 – 9,413 მლნ კვტსთ○ 2018 – 9,366 მლნ კვტსთ○ 2019 – 6,816 მლნ კვტსთ○ 2020 – 8,414 მლნ კვტსთ○ 2021 – 6,859 მლნ კვტსთ ...

Read More »

“ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვეა, მუშაობს და პირველი ივლისისთვის მზად იქნება, თუმცა საათობრივი ვაჭრობის გადავადებასთან ერთად დარჩება სატესტო რეჟიმში”

განცხადება, რომ ენერგეტიკული რეფორმა ჩავარდა, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა, ვინაიდან სწორედ ასეთ განცხადებები აზიანებს ამ რეფორმას, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საათობრივი ვაჭრობა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა. მილორავას თქმით, პირველი ივლისისთვის ბირჟა მზად იქნება, რომელიც რამდენიმე თვეა, სატესტო რეჟიმი მუშაობს. ირინა მილორავას განმარტებით, სატესტო რეჟიმი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ბირჟაზე შესვლას და განცხადების ...

Read More »