ესკოს ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, აპრილში ქართლის ქარის სადგურმა 6,859 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 18,5%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით და მცირედით მეტია 2017-2021 წლების აპრილის თვეებს შორის რეკორდულად დაბალ, 2019 წლის აპრილის მაჩვენებელზე
○ 2017 – 9,413 მლნ კვტსთ
○ 2018 – 9,366 მლნ კვტსთ
○ 2019 – 6,816 მლნ კვტსთ
○ 2020 – 8,414 მლნ კვტსთ
○ 2021 – 6,859 მლნ კვტსთ
სულ, 2021 წლის იანვარ-აპრილში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 26,654 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (31,825 მლნ კვტსთ ) 16,2%-ით ნაკლებია და ყველაზე მცირე მოცულობაა 2017-2021 წლების იანვარ-აპრილის თვეებს შორის.
2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-აპრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია:
2017 – 30,671 მლნ კვტსთ
2018 – 29,772 მლნ კვტსთ
2019 – 28,249 მლნ კვტსთ
2020 – 31,825 მლნ კვტსთ
2021 – 26,654 მლნ კვტსთ
ქართლის ქარის სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბერში შევიდა