Tag Archives: #საქართველო

რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთში ნავთობპროდუქტებს

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი (price cap) ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ ბარელ ნავთობს 60 დოლარზე მეტად საწვავს ვერ გაყიდის. (ერთი ბარელი შეადგენს – 158,9 ლიტრს). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი. საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების 657 421 ტონა პროდუქცია ...

Read More »
G&T: გარდაბანის თბოსადგური - 2-ის აშენებისთვის 190 მილიონია საჭირო

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოყენებული გაზის მოცულობა 19.8%-ით გაიზარდა

სემეკის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1 მლნ კბ/მ შეადგინა,რაც 16.7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (1.2მლნ კბ/მ). ამ პერიოდში გაზის იმპორტი  9.3%-ით გაიზარდა და 342,4 მლნ კბ/მ შეადგინა (2021 ნოემ – 313.4მლნ კბ/მ). აქედან ელექტროენერგიის წარმოებისათვის 110.1 მლნ კბ/მ დაიხარჯა. აღნიშნული მაჩვენებელი 19.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვეზე (2021ნოემ- 91.9მლნ კბ/მ). წყარო: gbc.ge

Read More »
ქართულ ენერგეტიკაში მონოპოლიები დასაშლელია

დავით მირცხულავა: ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება შეცდომა იყო

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა აცხადებს,რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება შეცდომა იყო. ყოფილმა მინისტრმა განაცხადა,რომ თვის დროზე მხარს უჭერდა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან ინტეგრაციას, თუმცა ახლანდელმა მოცემულობამ აჩვენა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა აუცილებელია. აღნიშნული განცხადება მირცხულავამ გადაცემა „კაპიტალის“ პირდაპირ ეთერში ორშაბათს, 16 იანვარს გააკეთა. ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით შეუერთდა ეკონომიკის სამინისტროს. ენერგეტიკის ბოლო მინისტრი თბილისის დღევანდელი მერი ...

Read More »
შარშან საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში $76 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის სხვადასხვა კომპანიაზე – გასულ წელს ინტესიური სამუშაოები ჩატარდა ახალი ე.წ. გვერდითი ლულის ჭაბურღილების გაბურღვაზე. „ეს ის მეთოდია, რომელიც ალბათ, დღეს სჭირდება დამუშავებაში მყოფ ჩვენს საბადოებს და შედეგიც, როგორც უკვე ვნახეთ გამოჩნდა – მკვეთრად მოიმატა გაზის მოპოვებამ – დაახლოებით ...

Read More »

სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე 10 წლის განმავლობაში

სომხეთმა 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი მოახდინა, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში. ამის შესახებ რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა ეროვნულ ასამბლეაში 11 იანვარს ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 2022 წელს სომხეთმა საქართველოში 365 მლნ კვტ/სთ  ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 242 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა. „ეს ...

Read More »

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება სამინისტროს “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა. “მადლობა საქართველოს ხარკოვისთვის მაღალი სიმძლავრის დენის გენერატორების მიწოდებისთვის, რომლებიც 5 იანვარს უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მიწოდებული. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ მხარდაჭერას რუსეთის საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის: 6 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააბრცელა ...

Read More »

საქართველოს მიერ გაგზავნილი გენერატორები უკრაინაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. „აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა ...

Read More »

რამდენი ენერგოობიექტი აშენდა საქართველოში უკანასკნელ წლებში?

ენერგომატარებლების ფასების მუდმივი ზრდის ფონზე, საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხია. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ამ მიზნის მიღწევა გართულებულია, რასაც ნამახვანის $800-მილიონიანი პროექტის ინვესტორის, ENKA-ს მიერ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვაც ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 4.5 გიგავატსაათია. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს მონაცემებიდან ირკვევა, საერთო ქსელში ახალი ობიექტების მიერთების ტემპი შემცირებულია. ...

Read More »

ეკონომიკა „მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება“, – გიორგი ცუცქირიძე

„მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ძალიან კარგი შანსი ეძლევა, არა ელექტროენერგიის გამტარი, არამედ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. „სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023-2027 წლებში, დაახლოებით, 5-6 %- იანი ზრდა გვექნება. ეს კონსერვატორული შეფასებაა. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ფონდის მოხსენების ნაწილში, ფაქტობრივად, შესული არაა ისეთი 2 მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ...

Read More »

სსე გახდა პირველი მხარე, რომელმაც დაიწყო ენერგეტიკული საზოგადოების პროექტის ფარგლებში შემუშავებული განახლებადი ენერგიის წარმოშობის გარანტიების ელექტრონული რეესტრის გამოყენება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განახლებადი ენერგიისკენ. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” გახდა პირველი მხარე, რომელმაც დაიწყო ენერგეტიკული საზოგადოების პროექტის ფარგლებში შემუშავებული განახლებადი ენერგიის წარმოშობის გარანტიების ელექტრონული რეესტრის გამოყენება. ელექტრონული რეესტრები შეიქმნა ალბანეთისთვის, ორი სუბიექტისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში, მონტენეგროში და უკრაინაში. ცხრავე რეესტრი მზად არის ამოქმედდეს მხარეების, გამცემ ორგანოებსა და სერვისის მიმწოდებელ Grexel-ს შორის პირდაპირი შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ.

Read More »