რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთში ნავთობპროდუქტებს

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი (price cap) ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ ბარელ ნავთობს 60 დოლარზე მეტად საწვავს ვერ გაყიდის. (ერთი ბარელი შეადგენს – 158,9 ლიტრს).

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი. საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების 657 421 ტონა პროდუქცია შეიძინა. 2021 წელს კი 224 705 ტონა 135.128 მლნ დოლარად.

შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტი საქართველოს 2022 წელს საშუალოდ 947 დოლარი დაუჯდა, 2021 წელს კი 601,3 დოლარი.

საერთო ჯამში, 2022 წელს საქართველომ მსოფლიოში 1,336 მლრდ დოლარის ღირებულების 1 330 515 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply