საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია ...
Read More »