Tag Archives: #ატომური

ირანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნები ბირთვულ მოლაპარაკებაზე „არაკონსტრუქციულია“

რუსეთის ჩარევის მიზანია საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და ვენის ბირთვულ მოლაპარაკებაზე მოსკოვი „არაკონსტრუქციულად“ მოქმედებს, მიიჩნევს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ნათქვამი მოჰყავს ირანის სააგენტო “თასმინს”. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით. მასზე ირანს და აშშ-ს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. მოლაპარაკებას შუამავლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი და მათთან ერთად გერმანია და ევროპის ...

Read More »

თეირანს აშინებს, რომ რუსეთს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს

ირანის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბირთვულ შეთანხმებასთან დააკავშირებს. ირანის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკავშირებს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების დამტკიცებასთან. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს გარანტიებს ვაშინგტონისგან, ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა “რაკეტები ესროლეს ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელშიც ბირთვული რეაქტორია”

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რაკეტებს ესვრიან ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელშიც განთავსებულია ბირთვული მასალა და რეაქტორი. ატომურ ობიექტზე დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს “მასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა”, იუწყება უსაფრთხოების სამსახური.

Read More »

“რუსული სამხედრო ძალები უკრაინის ზომით მეორე ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება”

რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის ზო­მით მე­ო­რე ატო­მურ ელექტრო­სად­გურს უახ­ლოვ­დე­ბა, – ამის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა ლინ­და ტო­მას-გრინ­ფილდმა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 32 კი­ლო­მეტრში არი­ან. „ენერ­გო­ა­ტო­მის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის ზო­მით მე­ო­რე ატო­მუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ენერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მი­ხედ­ვით იუ­ჟნო­უკ­რა­ინ­სკის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია, რო­მე­ლიც მი­კო­ლა­ი­ვის ოლ­ქში, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. „პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა უნდა შე­ა­ჩე­როს ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა ამ ომის დას­რუ­ლე­ბით ...

Read More »

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია, სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას

მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია. სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სადაზვერვო მასალები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთზე ან ნატოს სხვა წევრზე, შეტევის განხორციელებას აპირებს. თუმცა, გაბრიელიუს ლანდსბერგის განმარტებით, სამი თვის წინ არც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ მასალები ...

Read More »

„კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ – დავით არახამია

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კადიროველებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი გახსნეს. კერძოდ, მათ მოკლეს სადგურის რამდენიმე თანამშრომელი. ამის შესახებ RBC წერს. „კადიროველებმა ატომურ ელექტროსადგურზე მოკლეს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც აკონტროლებდნენ ბირთვულ უსაფრთხოებას. ვერ გეტყვით, რა არის ამ ჩეჩენი ბოევიკების გონებაში“, – განაცხადა არახამიამ. არახამიამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგივე შეიძლება მოხდეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე. „ამ საკითხზე ყველა უნდა ...

Read More »

ედგარს რინკევიჩი: ატომურ სადგურზე თავდასხმა ნიშნავს, რომ მთელი ევროპა საფრთხეშია, ჩერნობილის განმეორების ალბათობის წინაშე ვართ

ატომურ სადგურზე თავდასხმა ნიშნავს, რომ მთელი ევროპა საფრთხეშია, ჩერნობილის განმეორების ალბათობის წინაშე ვართ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა. „უკვე დროა ვიფიქროთ ენერგოსექტორზე სანქციების დაწესებაზე, რადგან ჩვენი ფულით რუსეთი აგრძელებს ომის დაფინანსებას. ეს ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ გავაკეთოთ არჩევანი. გვინდა ახალმა ჩერნობილმა გადაუაროს და დაშალოს ყველაფერი თუ ჩვენი მხრიდანაც ფასის გადახდით რუსეთი შევაჩეროთ? არასაფრენ ზონაზე ...

Read More »

ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უზრუნველყონ

ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა. „ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება, თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ შესაბამისი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Read More »

საფრანგეთი მკაცრად გმობს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმას

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა. ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბირთვული სტრუქტურის მთლიანობის ამ დაზიანებას, სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ივ ლე დრიანი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც, მისი ...

Read More »

“ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ასეთ თავდასხმებს შეიძლება “კატასტროფული” შედეგები მოჰყვეს. „ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. სასწრაფოდ უნდა შეჩერდნენ. დაბომბვამ და შედეგად ხანძარმა ელექტროსადგურზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას,” ...

Read More »