Tag Archives: #აშშ

აშშ-მა იაპონიას რუსული ნავთობის ყიდვის უფლება მისცა

იაპონია მაისის შემდეგ პირველად განახორციელებს რუსული ნავთობის იმპორტს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. შესაძლო დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება იმპორტიორებს საწვავის მარაგის შევსებისკენ მოუწოდებს. გემების გადაადგილების სათვალთვალო სისტემის მონაცემების თანახმად, „Sakhalin2″-ზე ნავთობით დატვირთული ტანკერი „Aframax” ახლა  იაპონიაში მიემართება. ამ მიწოდების მომხმარებელია იაპონური კომპანია Taiyo Oil. ტვირთი კიკუმესა და ნამიკატას ტერმინალებზე განიტვირთება. ეს ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

აშშ-ში 10 წლის განმავლობაში გაზის მოპოვება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

აშშ-ში 23 დეკემბრისთვის წინა დღესთან შედარებით ბუნებრივი აირის მოპოვებამ 10%-ით იკლო, ამის მიზეზი კი ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე არასახარბიელო კლიმატური პირობებია – წერს Bloomberg. სააგენტოს მონაცემებით, გაზის მოპოვების ძირითად რაიონებში, მათ შორის, ტექსასის შტატში, რომელიც მთავარი მიმწოდებელია, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. ამან კი გამოიწვია მილების მოყივნა და მოპოვების შეჩერება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით გაზის მოხმარება გაზრდილია 2019 წლის მაქსიმალურ დონემდე. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 5,89 მლნ  ბარელით და შეადგინა 418,234 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,53 მილიონი ბარელით  და შეადგინა  226,113 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,24 მილიონი ბარელით და შეადგინა  119,929 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  20  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.80 (+  0.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.19  (+    0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე ...

Read More »

ვაშინგტონი აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას სტრატეგიულ მიზანს უწოდებს

აშშ აზერბაიჯანთან ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს, რაც საერთო სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. „აშშ ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს გაზის სამხრეთის დერეფნის მშენებლობას, რომლითაც კასპიის ზღვიდან გაზი ევროპას მიეწოდება. ეს პროექტი ევროპისთვის მიწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც დღეს ეშშ–სთვის პრიორიტეტული მიმართულებაა რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე. ამჯერად აშშ პოტენციურ ...

Read More »

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს

დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს „გლობალური დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგოექსპორტზე, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ბრიტანული მხარე ავრცელებს. პარტნიორობა დაეფუძნება გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სტრატეგიულ დიალოგს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრები ხელმძღვანელობენ. ახალი „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის პარტნიორობის“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო და ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 12,5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 12,5 მლნ  ბარელით და შეადგინა 419,1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,77 მილიონი ბარელით  და შეადგინა  213,8 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 3,54 მილიონი ბარელით და შეადგინა  112,6 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

აშშ უკრაინას ელექტროსისტემის მხარდასაჭერად $53 მილიონს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს, რადგან ის რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშაა. მოსალოდნელი დაფინანსების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას. ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – წერიათავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის ...

Read More »

აშშ-ის ხაზინამ Chevron-ს ვენესუელადან ნავთობის იმპორტის უფლება მისცა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ამერიკულ სანავთობო კომპანია Chevron-ს ვენესუელადან ნავთობის იმპორტის უფლება მისცა. სამინისტროს გადაწყვეტილება წარმოადგენს ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას და ამერიკულ კომპანიას ვენესუელური ნავთობის იმპორტირებასთან ერთად მისი მოპოვებიც უფლებაც ექნება. გარდა ამისა, Chevron-ისთვის მიცემული ლიცენზია ითავალისწინებს ნავთობწარმოებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის გამზავებელი მასალის, კონდენსატებისა და თხევადი გაზის მიწოდების შესაძლებლობასაც. მიუხედავად ამისა, კვლავ ნარჩუნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მათ შორის Chevron-ს კვლავ აკრძალული ...

Read More »